LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ორსართულიანი ტაძარი აშენდება: “ტაძარი მაკდონალდსზე მაღალი უნდა იყოს”

107

ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე, “მაკდონალდსის” რესტორნის მიმდებარედ, ორსართულიანი ტაძარი აშენდება.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა ანდრო მარჯანიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის. ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ მეუფეს სურვილია ტაძარი “მაკდონალსდის” რესტონარანზე მაღალი გამოჩნდეს.

არქიტექტორის ინფორმაციით, ტაძარი დაახლოებით 700 კვ.მ-ზე განთავსდება, პირველი სართული ბაზილიკა იქნება, მეორე კი გუმბათოვანი.

“პროექტი ჯერ შემუშავების სტადიაშია,” – ამბობს ანდრო მარჯანიშვილი.

ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის აგება მეუფე კალისტრატეს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. თუმცა, იმ ადგილზე ახლა “მაკდონალდსის” სწრაფი კვების ობიექტი შენდება. რესტორნის მშენებლობა სასულიერო პირებმა მიმდინარე წლის 13 იანვარს გააპროტესტეს, თუმცა მოგვიანებით მათ ყოფილი რესტორანი “თოლიას” ტერიტორია შეთავაზეს.

როგორც ქუთაისიპოსტს ქალაქის მერიაში განუცხადეს, ტერიტორია, სადაც ტაძარი უნდა აშენდეს ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ის ქალაქის საკუთრებაში უნდა გადმოვიდეს.

მერიის არქიტექტურის განყოფოფილებაშიჯერ კიდევ 2015 წელს ამბობდნენ, რომ სამინიტროს წერილობით მიმართეს, თუმცა ეს საკითხი პროცედურულად გაჭიანურებულია.

 

წყარო: kutaisipost.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები