LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა

37

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა. შემთხვევა გუშინ, დღის ბოლოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის დეტალები უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული მარტვილიდანაა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები