LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდგომ ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

101

ქუთაისში, საკეისრო კვეთის შემდგომ 23 წლის გოგონა დაიღუპა. როგორც “ფორტუნას” რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ხუციშვილმა განუცხადა, რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სასამართლოში მოთხოვნა უკვე გაგზავნილია. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, სავარუდოდ ორშაბათს, სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე მივლენ და შეისწავლიან ვითარებას. თუ რა დრო დაჭირდება რეგულირების სააგენტოს მომხდარის შესწავლასთან დაკავშირებით, სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკა “ბომონდის” ქირურგს ადანაშაულებენ. გარდაცვლილს 2 შვილი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები