LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში სახლის ფასადი ჩამოინგრა

33

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქ. ნომერ 21-ში ფასადის ნაწილი ჩამოინგრა. ინციდენტს მოქალაქეები შემთხვევით გადაურჩნენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შენობა ავარიულია და პარაპეტიდან აგურები და ფასადის ნაწილები სისტემატურად ცვივა. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

მერიაში აცხადებენ, რომ არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები თანადაფინანსებით ახდენენ მათი კორპუსების პარაპეტების რეაბილიტაციას, თუმცა, მათივე ინფორმაციით, გამსახურდიას ნომერ 21-ის მოსახლეობას პარაპეტის რეაბილიტაცია ოფიციალურად არ მოუთხოვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები