LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში შეკერილი ტანსაცმელი შვედეთსა და რუმინეთში გაიყიდება

164

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ემჯიემტექს“ შეემატა, რომელიც მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანია უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენას შეძლებს. კომპანია ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ისეთ ქვეყნებში გაიტანს, როგორიცაა: რუმინეთი, შვედეთი და სხვა.

შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდება, წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 250 ადამიანს დაასაქმებს, სამომავლოდ კი 300 ადამიანის დამატებას გეგმავს.

აღნიშნული საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 განთავსდება და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური 1 200 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები