LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში სტანდარტულზე დიდი ზომის ”მაკდონალდსი” ხვალ გაიხსნება

96

„მაკდონალდსი“ საქართველოს რეგიონებში გაფართოებას აგრძელებს: კომპანიის რუკას, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში 11 რესტორანს აერთიანებს, ქუთაისის კიდევ ერთი რესტორანი უერთდება: 14 ივლისს, 15:00 საათზე, აღმაშენებლის მოედნის #1-ში რიგით მეორე „მაკდონალდსი“ იხსნება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის პროექტის შემუშავების პროცესში გერმანელ და ავსტრიელ არქიტექტორებთან ერთად ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები. რესტორნის დიზაინი და პროექტის შესრულება ავსტრიულ კომპანია Schloffer-ს ეკუთვნის, სამზარეულო კი შვეიცარიული კომპანია Franke-ს დანადგარებით აღიჭურვა.ახალი რესტორანი სტანდარტულზე დიდი ზომისაა და სტუმრების დარბაზებთან ერთად, დაბადების დღის და ბავშვებისთვის განკუთვნილ ოთახებსაც აერთიანებს. რესტორნის ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე შშმ პირებზეა ადაპტირებული, მისი მშენებლობისთვის გამოყენებული ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით ბუნებრივი სამშენებლო მასალები კი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.

კომპანიის ინფორმაციითვე, რესტორნის მასშტაბურობას მისი განსხვავებული ფუნქციური დატვირთვაც განაპირობებს: ნაგებობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონზე გათვლილი გადამზადების ცენტრი განთავსდება, რომელიც ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ობიექტების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმუშავებს. სწორედ უპრეცედენტო მასშტაბის გამო, ქუთაისის მეორე „მაკდონალდსს“ გაორმაგებული ინვესტიცია მოხმარდა, რაც 6 171 000 ლარს შეადგენს.დღეისთვის მაკდონალდსის ქსელში საქართველოს მასშტაბით 876 ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია. კომპანიის მიერ გახსნის დღიდან საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 67 106 418 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 12 ობიექტს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები