LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში სუპერმარკეტი გაძარცვეს

202

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სუპერმარკეტი „დეილი“ გაძარცვეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მაღაზიაში ერთი პირი შევიდა და 1000 ლარამდე თანხა გაიტაცა.

ფაქტზე  დაწყებულია გამოძიება ძარცვის მუხლით.

ავანგარდში, სულხან-საბას ქუჩაზე, „დეილის“ ქსელის ამ მაღაზიაში დანაშაული გასულ წელსაც მოხდა.

2017 წლის 20 ნოემბერს, დილის 5 საათზე, მარკეტში ოთხი ნიღბიანი შეიჭრა და დანის მუქარით 5000 ლარი გაიტაცეს, ასევე,  წაიღეს სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები