LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში 422 დევნილს საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ

28

„ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში 422 დევნილს საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლიდან დღემდე 15 500-ზე მეტი დევნილი ოჯახია მუდმივი საცხოვრებლით დაკმაყოფილებული და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.

გარდა ამისა, დღესვე მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი კვირიკაშვილი “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” პრეზიდენტის, სუმა ჩაკრაბარტის, ვიზიტს საქართველოში და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ევროპის ბანკი არის საქართველოს  უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. 2016 წლის განმავლობაში ამ საფინანსო ინსტიტუტმა 15 პროექტი და 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა, რაც უპრეცედენტოა, მათივე თქმით, და ეს არის რეკორდული მაჩვენებლი. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხმარდაჭერა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ენერგეტიკა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო  ბიზნესის  განვითარება და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენ მიერ აღებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და  ამის გამოხატულება გახლავთ სწორედ ის, რომ მათი სტრატეგია მორგებულია ოთხპუნქტიანი გეგმის დღის წესრიგზე, რაც ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი.  ასევე, პრეზიდენტმა ჩაკრაბარტიმ გააჟღერა გზავნილები, რომელიც  საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს ეხება და დაადასტურა, რომ საქართველო გადააჭარბებს წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელს, რაც არის მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები