LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუვეითს საქართველოში წყლის წარმოება აინტერესებს: არაბეთში ქართული ხორცი გავა

124

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქუვეითურ კომპანიებს საქართველოში პარტნიორის მოძიებაში დაეხმარება. ამის შესახებ შეთანხმება მხარეებს შორის უკვე გაფორმდა.

ძირითადი სფეროები, რომლებიც ქუვეითურ კომპანიებს აინტერესებთ წყლის წარმოებას, სოფლის მეურნეობას, კვების მრეწველობას, ხორცის ექსპორტსა და ქვანახშირს მოიცავს, თუმცა არ გამოირიცხება სხვა სფეროებიც, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქცია.

საქართველოში არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე იმყოფება, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვედრას მართავს. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პალატებს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდება.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდმა საქართველოს მთავრობასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს, რომლითაც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ-იან ხულო-გოდერძის მონაკვეთს. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები