LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუვეითური ავიაკომპანია თბილისში რეგულარული რეისების დაწყებას გეგმავს

100

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუვეითის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Jazeera Airways პრეზიდენტს როჰიტ რამაჩანდრანსა და ვიცე-პრეზიდენტს რაფიკ ბოგდადს შეხვდა.

შეხვედრაზე ქუვეითური ავიაკომპანიის ხელმძღვანელებმა, უახლოეს პერიოდში Jazeera Airways-ის მიერ, თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ავიარეისების დაწყების შესახებ განაცხადეს. აღინიშნა, რომ ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს განიხილავს, როგორც პერსპექტიულს შემდგომი საქმიანობის ზრდისა და განვითარებისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიმართ ყურის ქვეყნების დაინტერესების ზრდაზე, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი ქეთევან ალექსიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები