LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

130

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. “კურიერის” ინფორმაციით, დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, სამართალდამცველები ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულებს აკავებენ.

ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორე სპეცოპერაციაა ფონიჭალაში. პარასკევს, ამავე უბანაში ძმები ჯაფაროვები აიყვანეს, მაშინვე მათი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მათ დასახლებაში კილოობით ჰეროინი იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები