LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვემო ქართლში ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი აშენდება

88

ქვემო ქართლში ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება. პროექტთან დაკავშირებული დეტალები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა განიხილეს.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი გულისხმობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის განვითარების ხელშეწყობას ქვემო ქართლის რეგიონში.

პროექტის მიზანია ქვემო ქართლის ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა. ახალი ნაგავსაყრელი მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს: წალკას, დმანისს, თეთრიწყაროს, მარნეულს, ბოლნისს.

პროექტის ფარგლებში ასევე მუნიციპალიტეტებს აუცილებელი ტექნიკური საშუალებები გადაეცემათ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტი კომპანიისა (HPC) და დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის პროგრამის კონსულტანტი  კომპანიის (SAURECA)  წარმომადგენლები.