LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვემო ქართლში მამაკაცს სცემეს და გააუპატიურეს

87

ქვემო ქართლში, სოფელ გარჩიანში მამაკაცი ხუთმა პირმა ჯერ სცემა, შემდეგ კი გააუპატიურა.

შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაზარალებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

ადგილობრივი ტელეკომპანია ავრცელებს წამების ამსახველ ფოტომასალასაც. როგორც ჩანს, თავდამსხმელები წამებისა და გაუპატიურების სცენებს მობილურით იღებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული და ბრალდებულები ერთი სოფლიდან არიან.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წამებას გულისხმობს. ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები