LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეშეთი – კობის გზის მონაკვეთი გადაადგილების დროს 40 წუთით შეამცირებს

99

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობის საკითხები განიხილეს.

განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ხელმძღვანელობდნენ.

პროექტი ესპანურმა კომპანიამ IDOM-მა შეიმუშავა.

პროექტის განხორციელების შედეგად, 35 კმ-იანი მონაკვეთი 12 კმ-ით შემცირდება, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე 1-საათიანი გადაადგილების დრო 20 წუთი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები