LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქვეყანა, რომელიც პლანეტის მინი ვერსიაა” – ცნობილი საიტი საქართველოში ფილმის გადაღებას უწევს რეკომენდაციას

172

boredpanda საქართველოში კინემატოგრაფიის განვითარებასთან დაკავშირებით წერს.

სტატია, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, პროექტს “გადაიღე საქართველოში” ეხება.

სტატია დასურათებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ულამაზესი სურათებით.

ქორულდის ტბა, უშგული, ლებაისკარი, ბორჯომი, ვარძია, მტირალას ეროვნული პარკი, ხარაგაული, ყაზბეგი და თბილისი – ამ ადგილების ულამაზესი სურათები, boredpanda-ს მკითხველს ფილმის გადაღებას შთააგონებს.

“ბევრი არ იცნობს საქართველოს, რომელიც მდებარეობს კავკასიის რეგიონში, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე. ქვეყანა რომელიც პლანეტის მინი ვერსიაა მანქანით შეგიძლიათ 5–6 საათში გადაკვეთოთ. აქ ნახავთ დათოვლილ მთებს, რამდენიმე საათში კი მცხუნვარე მზის ქვეშ შეგიძლიათ მოხვდეთ.

მცირე ზომის მიუხედავად, ეს ქვეყანა კინემატოგრაფებს მრავალფეროვან და ლამაზ ადგილებს სთავაზობს: ტენიან ტყეებს, ნახევარუდაბნოებს, შავი ზღვის ულამაზეს სანაპირო ზოლს და მომხიბლავ ზღვისპირა სოფლებს”, – ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში ეს პატარა ქვეყანა უამრავი კულტურის გავლენის ქვეშ მოექცა, ამისა და მრავალფეროვანი არქიტექტურის წყალობით, საქართველო ფილმისთვის, შესაძლოა, ნებისმიერი პერიოდის ნებისმერ ადგილად მარტივად გადაიქცეს.

აღსანიშნავია, რომ სტატიაში დეტალურად არის აღწერილი პროგრამა “გადაიღე საქართველოში”, რომლითაც დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობა ეძლევათ, გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაიბრუნონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები