LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

78

საქართველოდან ღვინის ექსპორტი, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 54%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ”ფორტუნას” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2016  წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 694 748 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის 124%-იანი ზრდა დაფიქსირდა რუსეთში და ის საქართველოსთვის საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველია. რუსეთისგან განსხვავებით, ექსპორტის 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, სადაც სამი თვის მონაცემებით მხოლოდ 371 295 ბოთლი გავიდა.

სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტიორი  ქვეყნების  პირველი  ხუთეულია:  რუსეთი – 4 077 797,  უკრაინა  –  1 088 862, ყაზახეთი – 784 844, პოლონეთი – 443 208 და ჩინეთი – 371 295 ბოთლი.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 18 144 738 აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, მსოფლიოს 10 ქვეყანაში  ექსპორტირებულია  2 193 395 ბოთლი (0,75 ლ)  ბრენდი, რაც 116%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 5 046 166 აშშ დოლარის ღირებულების  ბრენდი – მატება  გასული  წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ს აღწევს.

საანგარიშო  პერიოდისთვის ექსპორტის  მატება დაფიქსირდა: რუსეთი  –  124%  (4 077 797), უკრაინა  – 66% (1 088 862),  პოლონეთი  – 26% (443 208), ლიტვა  – 34% (137 448 ),  ყირგიზეთი – 70% (67 746),   აშშ – 19% (62 448), გერმანია  – 89% (80 814), ჩინეთი – 2% (371 295),   ბელარუსი  – 297% (61 920), დიდი ბრიტანეთი – 40% (21 432)  და სხვა.

მთლიანობაში,  ღვინის,  ბრენდის,  ჭაჭის,  ღვინომასალის,  ჩამოსასხმელი  ბრენდისა  და საბრენდე  სპირტის  ექსპორტის  შედეგად  მიღებულმა  შემოსავლებმა  საანგარიშო პერიოდში 33,1  მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები