LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა საგარეო პოლიტიკის კურსს არ შეიცვლის – დავით ზალკანიანი

104

იქნება თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზალკანიანი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში, ჯერჯერობით უცნობია. ჟურნალისტების ამ შეკითხვას თავად ზალკანიანმა უპასუხა, რომ ეს საკითხი ახალი პრემიერმინისტრის გადასაწყვეტია.

მანამდე, ზალკანიანმა ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო სამომავლოდ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით აღებულ კურსს არ შეიცვლის.

“მე ორწელიწადნახევარი ვიმუშავე და ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და კურსი, რომელიც გაცხადებულია პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატის მხრიდან – ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, არის ის ისტორიული არჩევანი, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთა, რაც გამყარებულია ქვეყნის ძირითადი კონსტიტუციით და საქართველოს პარლამენტის 2016 წლის რეზოლუციით, რომელიც საგარეო კურსს ეხება. ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავატარებთ ამ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს. ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის შეუქცევადი იმ ცვალებად, დინამიურ გარემოში, რომელიც რეგიონში ჩამოყალიბდა,” – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განმარტებით, მიხეილ ჯანელიძე მინისტრის თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილებით წავიდა.

პოპულალურები