LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას ძალიან მალე ძალიან კარგი კონსტიტუცია ექნება – მამუკა მდინარაძე

43

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, განცხადებით, ქვეყანას ძალიან მალე ძალიან კარგი კონსტიტუცია ექნება.

პრეზიდენტისა და ოპოზიციის დიდი ნაწილის  პოზიციები რომ ერთმანეთს ემთხვევა,  საკონსტიტუციო რეფორმის ჩრდილის მიყენებაში ეს ახალი ამბავია რაა. პრეზიდენტი გაემიჯნა კომისიას, როცა ის შექმნილიც კი არ იყო. დღეს აგრძელებენ ამ კურსს. როცა ვენეციის  კომისიამ დაუსვა წერტილი და თქვა, რომ ეს არის პროგრესული კონსტიტუცია, შემდეგ გადმოვიდნენ პირდაპირ ლანძღვაზე, მაგრამ, საბედნიეროდ, მათი ეს უპასუხისმგებლო განცხადებები არავის ემახსოვრება და ქვეყანას ექნება ძალიან  კარგი კონსიტიტუცია. ახალ კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ვერცერთ მუხლს, რომელიც  შეიძლება, შეფასდეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი. ყველა მათგანი არის პროგრესული,  განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები