LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება დემოკრატიის სისრულის შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდეს

46

მმართველმა პარტიამ მოიგო კიდევ ერთხელ დიდი უმრავლესობით და ეს, რა თქმა უნდა, მისალოცია, მაგამ მისალოცია თუ არა ქართული დემოკრატიისთვის, ამაზე კიდევ შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს“ გადაცემა „მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება დემოკრატიის სისრულის, მთლიანობის შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, მმართველმა პარტიამ მოიგო კიდევ ერთხელ დიდი უმრავლესობით და ეს, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისთვის არის მისალოცი, მაგამ მისალოცია თუ არა ქართული დემოკრატიისთვის, ამაზე კიდევ შეგვიძლია ბევრი ვიმჯელოთ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი სერიოზული კითხვის ნიშანი, რომელიც ჩვენს დემოკრატიასთან დაკავშირებით უკვე დაისვა და დამიჯერეთ, ამ კითხვის ნიშნის სულისკვეთება გაღრმავდება, მდგომარეობს იმაში – შეიძლება კი ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ვერტიკალი და ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება კი იქ კითხვა არ დავსვათ დემოკრატიის სისრულის, მთლიანობის, ეფექტური დემოკრატიის შესახებ?! უბრალოდ, ბუნებაში ასე არ არსებობს. მე სულ მახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც, მანამდეც, მმართველი პარტიის პათეტიკა, რომ ჩვენ აქ გავერთიანდით ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე შორსმჭვრეტელები, ყველაზე სინდისიერები, დანარჩენები არ არიან ასეთი კარგები და რა ვქნათ, ჩვენ ხომ არ შევქმნით ოპოზიციას? „ოცნებაც“ ამ როლშია, სამწუხაროდ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

 

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა. მისი თქმით, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანების სამსახური არ უნდა იყოს პოლიტიკური არჩევანის რისკთან დაკავშირებული. პრეზიდენტის განცხადებით, თუ საჯარო სამსახურში მომუშავეთა მიმართ პოლიტიკური აქცენტი კეთდება, არა მხოლოდ თავისუფალი ნების თავისუფალ გამოვლინებაშია პრობლემა, არამედ პრობლემას ვაწყდებით ადამიანის ღირსების შელახვასთან მიმართებითაც. ამ კონტესტში საუბრისას, ქვეყნის პირველმა პირმა, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა.

ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საჯარო მოსამსახურეების ნებასთან მიმართებით, თუ რამდენად იყო მათი ნება თავისუფალი და მათი უშუალო ხელმძღვანელები რამდენად აკონტროლებდნენ მათ ნებას. აქ საუბარია ადამიანებზე, რომელთათვისაც სამსახური არ უნდა იყოს პოლიტიკური არჩევანის რისკთან დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები