LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც აჭარიდან მანდარინი ექსპორტზე გავიდა

87

მიმდინარე სეზონზე აჭარიდან 23 565 ტონა სტანდარტული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.  დღეს, ციტრუსის საკორდინაციო შტაბში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ ციტრუსის სეზონი შეაჯამა. შეხვედრაზე მინისტრმა 2017-2018 წლის მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

,,ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით, მიმდინარე წლის სეზონზე მოქმედებდა 30–მდე ციტრუსის მიმღებ შემფუთავი საწარმო და არასტანდარტული ციტრუსის 2 გადამამუშავებელი საწარმო. საწარმოებში ხდებოდა მანდარინის დაკალიბრება, პარაფინირება, პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. აჭარის მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, მოქმედებდა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი. კომპანიებმა, რომლებმაც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინი არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გასცა. შესაბამისად სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20 ლარი იყო. არსებული მონაცემებით, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ლიტვის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, ყატარის და ბელორუსიის მიმართულებით რეგიონიდან ექსპორტირებული იქნა 23 565 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანადარინს მიღებული და გადამუშავებულია 8 320 ტონა. ჩვენ ვფიქრობთ რომ წლევანდელი სეზონი წარმატებული იყო’’- განაცხადა ავთანდილ მესხიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები