LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც ქართული ატმის ექსპორტი ხორციელდება

102

5 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4.4 ათასი ტონა ატამი, რაც 3.5 ათასი ტონით (5-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (66.5%), სომხეთის რესპუბლიკაში (16.1%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (14.6%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებში ხორციელდება.

უწყების ცნობითვე, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში საორგანიზაციო შტაბი ფუნქციონირებს. ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით ჯგუფია შექმნილი. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები