LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც საქართველოდან დიდი რაოდენობით ღვინო შევიდა

68

საქართველოდან ღვინის ექსპორტი გაიზარდა. 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისში დაფიქსირდა და თვეების მიხედვით, ექსპორტირებულმა ღვინომ ნოემბერში მაქსიმუმს მიაღწია: იანვარი – 1 521 802 ბოთლი, თებერვალი – 3 009 754, მარტი – 2 877 640, აპრილი – 3 862 589, მაისი -3 220 323, ივნისი – 4 327 983, ივლისი -3 766 752, აგვისტო – 3 793 843, სექტემბერი -4 049 034, ოქტომბერი – 5 264 684 და ნოემბერი – 6 665 311 ბოთლი.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

ჩინეთში ზრდამ შეადგინა – 128% (4 886 145 ბოთლი), უკრაინაში – 73% (5 179 454), ბელარუსში – 62% (1 060 806), რუსეთში – 48% (24 914 877), პოლონეთში – 47% (2 123 500), ესტონეთში – 37% (588 450), კანადაში 30% (198 456), აშშ-ში – 27% (294 382), დიდ ბრიტანეთში -25% (87 428), ლატვიაში 15% (1 139 706), იაპონიაში – 14% (144 126), ყირგიზეთში – 9% (202 666), გერმანიაში – 4% (270 176),და სხვა.

სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (24 914 877), უკრაინა (5 179 454), ჩინეთი (4 886 145ბოთლი), ყაზახეთი (3 227 639) და პოლონეთი (2 123 500).

ამასთან, განვლილ 11 თვეში, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 952 795 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 37%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 20,14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობითვე, მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 11 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 133,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 31% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები