LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც შობას ყველაზე იაფად იშოპინგებთ

71

საშობაო ბაზრობა ყველაზე იაფი მიუნხენში, ბუდაპეშტსა და სტრასბურგში იქნება. ბრიტანულმა პორტალმა „Post Office”-მა საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩაატარა, რათა შოპინგის მოყვარულთათვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქების რეიტინგი შეეთავაზებინა.

კომპანიის ექსპერტებმა გაითვალისწინეს ფასების სეზონური ცვლილება და სიის შესადგენად ერთმანეთს ევროპის ათობით ქალაქი შეადარეს. ამისთვის მათ ყველაზე პოპულარული პროდუქტები გამოავლინეს, ისეთი როგორიცაა ტექნიკა, ჯინსები თუ კოსმეტიკა.

აღმოჩნდა, რომ ამ კომპლექტის შეძენა ყველაზე იაფი მიუნხენში იქნება და სულ რაღაც 873 ევრო ეღირება, მეორე ადგილზე კი 912 ევროთი ბუდაპეშტი გავიდა. რაც შეეხება სტრასბურგს, იქ ამ ყველაფრის მისაღებად მინიმუმ 931 ევრო იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ხელმისაწვდომთა ათეულში ასევე რიგა, ვენა, ბერლინი, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი და პრაღა მოხვდნენ.

6302758300933e763a-76317231

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები