LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, საიდანაც საქართველოს სასტუმროებს ყველაზე ხშირად სტუმრობენ

37

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (16.9%) შემოსული სტუმრები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (20.0%) და გერმანიიდან (17.9%) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (27.5%) და ირანიდან (20.1 %) შემოსულ სტუმრებს უკავია.

საქსტატის ცნობითვე, 2017 წელს გასულ წელთან შედარებით სტუმართა რაოდენობა რუსეთიდან გაიზარდა 73.6%-ით, თურქეთიდან – 60.8%-ით, ირანიდან 2.4 – ჯერ, უკრაინიდან – 37.0%-ით, აზერბაიჯანიდან – 44.8%-ით, ისრაელიდან – 26.4 %-ით, სომხეთიდან – 61.3%-ით, პოლონეთიდან – 1.1%-ით, საუდის არაბეთიდან – 2.2 -ჯერ.

სტატისტიკური მონაცემებით, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით 78.4%, საქმიანი და პროფესიული მიზნით – 13.8%, მკურნალობის მიზნით – 1.9%, ხოლო დარჩენილი 5.9% სხვა მიზნებზე მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები