LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოიგზავნა

91

2018 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 123.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 300.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.1 პროცენტით (18.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.74 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 92.68 პროცენტი მოდიოდა.

ეროვნული ბანკის ცნობითვე, ყველაზე მეტი ფული გასულ თვეს: რუსეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან და ისრაელიდან გადმოიგზავნა.

რაც შეეხება გადარიცხვებს, 2018 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (44.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.5 მლნ აშშ დოლარისა (37.6 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები