LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნიდან გასულ მოქალაქეთა რაოდენობა 13,1%-ითაა გაზრდილი

51

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში ქვეყნიდან საქართველოს 2 910 387 მოქალაქე გავიდა, 2 860 942 კი შემოვიდა. ამ მონაცემების მიხედვით, ქვეყნიდან გასულ მოქალაქეთა რაოდენობა 49 445-ით აღემატება ქვეყანაში შემოსულ მოქალაქეთა რაოდენობას.

სტატისტიკურ მონაცემებს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს. მონაცემები იანვრიდან-სექტემბრამდე პერიოდს ასახავს.

სტატისტის თანახმად, 2016 წელთან შედარებით ქვეყნიდან გასული მოქალაქეთა რაოდენობა 13,1%-ით არის გაზრდილი, ხოლო შემოსულების – 12.7%-ით. გასული წლის განმავლობაში, ქვეყნიდან გავიდა საქართველოს 2 573 484 მოქალაქე, ხოლო შემოვიდა 2 538 814.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები