LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის ძნელბედობის წლებმა ქალის მხრებზე გადაიარა – კახა კალაძე

44

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, თქმით, ქვეყნის ძნელბედობის წლებმა ქალის მხრებზე გადაიარა. ამის შესახებ კალაძემ ქალთა განვითარების კვირეულის გახსნაზე განაცხადა.

ყველა ვაცნობიერებთ, რომ დღევანდელი რეალობა არ არის იდეალური და ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბოლო წლებში ამ რეალობის სრულყოფამდე მისაყვანად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. უკვე ღიად ვსაუბრობთ ქალების ქმედით მონაწილეობაზე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, ქალების მონაწილეობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც მთავარია, ქალების დაცულობაზე შევიწროვებისგან და ძალადობისგან!

ათწლეულებით ჩამოყალიბებული ტაბუს მოხსნა საჭირბოროტო თემიდან, მზაობა და მოტივაცია, რომ სრულყოფამდე და იდეალამდე მივიდეთ, კარგი სტიმულია არა მარტო ქალებისთვის, ადგილი დაიმკვიდრონ ქვეყნისთვის საჭირო პოზიციებზე, არამედ ჩვენთვისმამაკაცებისთვისაც, ვიყოთ ღირსეული მონაწილეები და ხელშემწყობები ამ პროცესის. ჩვენი საზოგადოება ფორმირების პროცესშია.

თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი არის ოჯახში და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნება. მათ მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, კონფერენცია სახელწოდებით „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში” ამ წუთებში „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს. წლევანდელი ღონისძიება მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ფინანსებთან წვდომა, ქალი და ინოვაცია, ქალის როლი ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და ლოჯისტიკაში. კვირეულის მიზანია ქალების როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები