LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის მასშტაბით სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა

89

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით,  სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის დასრულებულია. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მოსახლეობის საშეშე მერქნით  შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სამუშაოები ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ანანურში მიმდინარეობს.

„გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა  და  ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა.

„მიმდინარე სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა, ტყის მოვლა-აღდგენის და ხანძართან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა,“ – წერია უწყების განცხადებაში.