LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვიშის ქარიშხალი ინდოეთში – დაღუპულია 127 ადამიანი

110

ინდოეთის ჩრდილოეთში ძლიერი ქვიშის ქარიშხალს უკვე სულ მცირე 127 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით ადამიანი დაშავებულია. ამის შესახებ გამოცემა Times of India იუწყება.

„ბეტონის შენობები ერთი მეორის მიყოლებით, ბანქოს სახლებივით ეცემოდა. ხეები, გარე განათების ბოძები – ყველაფერი ქარმა წააქცია. ჩვენ დაშავებულები სახლების ნანგრევებიდან ამოგვყავდა და მოტოციკლებით ისინი საავადმყოფოებში მიგვყავდა,“ – განუცხადა გამოცემას ადგილობრივმა პოლიციელმა, ნარენდრა შარმამ.

ყველაზე მეტი მსხვერპლი – 73 ადამიანი, უტარ-პრადეშის შტატში დაფიქსირდა. მხოლოდ ქალაქ აგრაში, სადაც ცნობილი მავზოლეუმი „თაჯ-მაჰალი“ მდებარეობს, სტიქიას 46 ადამიანი ემსხვერპლა.

რაჯასტანის შტატში, სადაც ქვიშის ქარიშხალს ძლიერი წვიმა მოჰყვა, დაიღუპა 19 ადამიანი, ტელენგანაში – 7, უტარაკჰანდში – 4, ჯარხანდსა და პენჯაბში კი, სტიქიას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები