LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვიშის შტორმი ინდოეთში – გარდაცვლილთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

306

ინდოეთში  ჩრდილოეთ რეგიონებს ქვიშის შტორმმა გადაუარა, რომელსაც თან ახლდა ძლიერი ჭექა-ქუხილი და გადაუღებელი წვიმა. სტიქიას  95 ადამიანი ემსხვერპლა.დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობაც კიდევ უფრო გაიზრდება. სტიქიის ზონაში, სადაც ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა, მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა ოჯახებს ფულად კომპენსაციას დაჰპირდა.

სტიქიამ ყველაზე მეტად უტარ-პრადეშისა და რაჯასტანის შტატი დააზარალა, სადაც საცხოვრებელი სახლების უმეტესობა მთლიანად განადგურდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები