LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ადამიანი: ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ფეხბურთელს კბილი ჩაუსვა

48

ისლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ადგილობრივი გუნდის ფეხბურთელ გოგონას ამოვარდნილი კბილი ჩაუსვა.
ხეიმირ ხადლგრიმსონს სტომატოლოგის უნარები არ დავიწყნია.

ფეხბურთელი გოგონა რუთ კრისტიანსდოტირმა კბილი ჩემპიონატის მატჩის დროს დაკარგა. ამ თამაშს ისლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც ესწრებოდა, რომელმაც გოგონა კაბინეტში წაიყვანა და კბილი თავის ადგილზე ჩაუსვა.

რუთმა ტვიტერში შესაბამისი ფოტო დადო და მიაწერა: ”ზოგჯერ ის ისლანდიის ნაკრებს ხელმძღვანელობს, ზოგჯერ კი თავის კაბინეტში კბილის ჩასასმელად მივყავარ. რა ადამიანია”.

შეგახსენებთ, ხადლგრიმსონი წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტი იყო, ლარს ლაგერბეკის გადადგომის შემდეგ კი ეროვნულ გუნდში მთავარ კაცად დააწინაურეს. ისე კი ხეიმირი პროფესიონალი დანტისტია.

 

 

CpgHcE1WAAAQ4pD

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები