LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?

685

ზოგს ცუდი ამინდი უფუჭებს განწყობას, ზოგს გარშემომყოფების მოქმედება აყენებს ცუდ ხასიათზე და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მაინც ვახერხებთ საკუთარი თავის ხელში აყვანას და ემოციების მართვას, ხშირად ვეხაჯებით სიტუაციას, რომელიც აბსოლუტურად გვაკარგვინებს წონასწორობას. თუ გაინტერესებთ რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.

 

თხის რქა

თხის რქას საშინლად აღიზიანებს გარშემომყოფების თავქარიანობა. მისთვის აუცილებელია ყველაფრის წინასწარ გათვლა, ყველა გეგმის მკაფიოდ ფორმულირება და რამდენიმე წლით ადრე გაწერა. თუ წარმოდგენა არ გაქვთ რა გინდათ და რას ელით ცხოვრებისგან, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თხის რქის ნუსხაში თქვენ ნომერ პირველი გამაღიზიანებელი ბრძანდებით.

 

მერწყული

მერწყულს ”გეგმის მიხედვით” ცხოვრება უკარგავს მოსვენებას და რადგან ხასიათი არ აძლევს უფლებას აქტიურად გამოხატოს თავისი პროტესტი, ყოველთვის ჩუმად მავნებლობს. რამდენიც არ უნდა სცადოთ მერწყულის ჩარჩოებში ჩასმა, ის ყოველთვის საპირისპიროდ მოიქცევა და ყველანაირად ეცდება თქვენს გაღიზიანებას.

თევზები

თევზებს ძალიან არ უყვართ დამოკიდებული ადამიანები, განსაკუთრებულ სიძულვილს მათში ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები იწვევენ. თევზებს ყოველთვის თავისუფლად შეუძლიათ საინტერესოდ გართობა და გულწრფელად არ შეუძლიათ მათი მიღება, ვინც თავდავიწყებას ალკოჰოლსა და ნარკოტიკებში ეძებს.    

 

ვერძი

ვერძს დაუმორჩილებლობა აღიზიანებს, რადგან დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მან იცის, როგორ უნდა იმოქმედოს, ყველა დანარჩენი კი, საბრალო უვიცია, რომელიც მისი რჩევების გარეშე უბრალოდ დაიღუპება. ვერძი ძალიან განიცდის, როცა არ უსმენენ, მისი მბრძანებლობა და ჭკუის სწავლება კი, ხშირად უპასუხოდ რჩება, რაც მის უფრო მეტ გაღიზიანებას და აგრესიას იწვევს.

 

კურო

კურო მოულოდნენ ცვლილებებს ვერ იტანს და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მასშტაბური იქნება ეს ცვლილებები. თუმცა, არ არსებობს პრობლემა, რომელსაც კურო ვერ მოერევა, ამიტომ ყველაზე დიდი მოულოდნელობაც ვერ აიძულებს მას შეცვალოს ერთხელ არჩეული კურსი.

 

ტყუპები

ტყუპებს ყველაფერი აღიზიანებთ, რადგან მათში ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული რამდენიმე პიროვნება ბინადრობს.  თუმცა, არსებობს ორი რამ რაც ტყუპებს განსაკუთრებით არ უყვართ – წესები და ყოვლედღიური ყოფა მათთვის საშინელი სტრესია. ტყუპები დარწმუნებულები არიან, რომ ყველასგან განსხვავდებიან, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ ერთფეროვან ყოველდღიურობას და მოიქცნენ ისე, როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ.    

 

კირჩხიბი

კირჩხიბი სწრაფად მოქმედებას და გადაწყვეტილების მიღებას ვერ იტანს, ამიტომ თუ მოულოდნელად დაურღვევთ მყუდროებას და აიძულებთ მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ის აუცილებლად დაიბნევა. მართალია, კირჩხიბს ყოველთვის შეუძლია საკუთარი თავის ხელში აყვანა და ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანა, მაგრამ მხოლოდ დაძაბულობის და საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.

 

ლომი

ლომს საშინლად აღიზიანებს ნებისმიერი სახის იძულება და ძალადობა, ამიტომ ნებისმიერს ყელში ეცემა, ვინც კი, სუსტების დაჩაგვრას შეეცდება. თუმცა, ამას ლომი იმდენად არა სხვების სიბრალლულით, არამედ ძალის დემონსტრირებისთვის და საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აკეთებს.

 

ქალწული

ქალწულს უწესრიგობა არ უყვარს. სწორედ ამიტომ, მათ ხშირად უფუჭდებათ ხასიათი. თუმცა, ქალწული ყოველთვის თავშეკავებულია, არასდროს ამჟღავნებს ემოციებს და ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ სინამდვილეში მას ყველა და ყველაფერი აღიზიანებს.

 

სასწორი

სასწორს სკანდალები აკარგვინებს წონასწორობას, არასდროს იწყებს კამათს თვითონ და ყოველთვის გაურბის მსხვილ უსიამოვნებებს. სასწორის აზრით, სკანდალისტები ყოველთვის ულამაზად გამოიყურებიან, ის კი, ზოდიაქოს ნიშნებს შორის სილამაზის ყველაზე დიდი მოტრფიალეა. გარდა ამისა, კონფლიქტის შემდეგ, სასწორი ყველა დეტალს თავიდან და დაწვრილებით იხსენებს, ასე რომ, ხუთწუთიანი შეკამათება, მისთვის შესაძლოა მთელი თვის პრობლემად იქცეს.

 

მორიელი

მორიელს თვალთმაქცობა აღიზიანებს. განსაკუთრებულ სიძულვილს  მასში ყალბად კეთილი, ჭკვიანი და დიდსულოვანი ადამიანები იწვევენ, რადგან დარწმუნებულია, რომ მას საკმარისი სიბრძნე აქვს იმისთვის, რათა სხვების ფარისევლობის გამოაშკარაოს.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანს წუწუნი და პესიმისტები არ უყვარს. ის ყოველთვის მზადაა დაეხმაროს და დაიცვას გასაჭირში ჩავარდნილები, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი გამოცოცხლდებიან და თავად შეეცდებიან საკუთარი ცხოვრების შეცვლას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები