LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის აეროფობია და როგორ შეიძლება მისი დაძლევა?

643

ფსიქოლოგები აეროფობიის ორ მდგომარეობას გამოყოფენ. პირველი – განგაშის მდგომარეობა და ფრენასთან დაკავშირებული დაძაბულობა. მეორე – როცა თვითმფრინავით ფრენის შიში, სხვა ბევრად უფრო სერიოზული განგაშის ან ნევროზის დასაწყისის გამოხატულებაა.  

ფრენის შიში როგორც წესი სხვადასხვა ფაქტორებითაა პროვოცირებული. პირველ რიგში, ფრენა ადამიანისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა, ამიტომ მსგავსი გამოცდილება ყოველთვის განგაშს იწვევს. გარდა ამისა, მოცემულ სიტუაციაში ადამიანი სხვაზეა (პილოტზეა) დამოკიდებული და თავად არ შეუძლია სიტუაციის მართვა, რაც სტრესის კიდევ ერთი მიზეზია.

ისინი, ვისაც ფრენის ეშინია, ხშირად აღნიშნავენ, რომ თვითმფრინავის კარგად შესწავლის ან პილოტის ახლოს გაცნობის შემთხვევაში, ისინი ბევრად უფრო მშვიდად შეძლებდნენ ფრენას.  

თვითმფრინავის ბორტზე ირღვევა პირადი სივრცის საზღვრები – ერთად თავშეყრილი ხალხი და შეზღუდული სივრცე ყოველთვის სერიოზულ დისკომფორტს და განგაშს იწვევს დაკომპლექსებულ ადამიანებში, ანუ მათში, ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს, ეშინია საზოგადოების და უფრთხის მის ნებისმიერ რეაქციას.

იმ შემთხვევაში, თუ შიში მხოლოდ ადამიანის ფიქრებშია და არანაირად არ მოქმედებს მის ქცევაზე ანუ ის არ ცდილობს თავი აარიდოს ფრენას და არ აქვს ნევროზის აშკარად გამოხატული სიმპტომები, მაშინ ეს  ნორმალური განგაშია და მისი დაძლევა საკმაოდ მარტივად – ფრენის დროს სხვა რამეზე (მუსიკის მოსმენა, ფილმის ნახვა, წიგნის წაკითხვა) ყურადღების გადატანით შეიძლება.

როცა საუბარი ფობიაზეა, მაშინ ადამიანს აშკარად გამოხატული ვეგეტატიური რეაქცია აქვს – უოფლიანდება ხელისგულები, უხშირდება გულისცემა, უჭირს სუნთქვა და ეცვლება საერთო ფიზიოილოგიური მდგომარეობა, ორგანიზმი სიტუაციაზე რეაგირებს როგორც საფრთხის სიგნალი და ავიაკატასტროფის შესაძლო ვარიანტებზე ფიქრი თავისუფლად შეიძლება გადაიქცეს აკვაიტებად. ასეთ შემთხვევაში ადამიანი თავს არიდებს ფრენას და მხოლოდ სახმელეთო ტრასპორტით გადაადგილდება.

ამგვარმა შიშებმა შესაძლოა პანიკური შეტევის ფორმა მიიღოს, პანიკა გამოიწვიოს თვითმფრინავის ბორტზე, რასთან გამკლავებაც დამოუკიდებლად საკმაოდ რთულია. როცა საუბარია ნევროტიკულ შიშზე, ის როგორც წესი სხვა ფობიებს: კლაუსტროფობიას, აგროფობიას ან სოციოფობიას მალავს და ეს არა უბრალოდ შიში, არამედ სიგნალია, რომ ადამიანს ზედმეტად ბევრი ემოციონალური დაძაბულობა დაუგროვდა.

შიშის რეგულირება შესაძლებელია, რადგან ადამიანს თავად შეუძლია საკუთარი შიშის მიზეზების მოძებნა, თუმცა, როცა საქმე ფობიას ეხება, ადამიანი ვერასდროს აცნობიერებს მის მიზეზებს. მეტიც, ფობია უფრო ღრმავდება, როცა ადამიანი თავის შეკავებას ცდილობს და სოციალური გაკიცხვის შიშით, არ უნდა საკუთარი პრობლემების აღიარება.

ფობიასთან ბრძოლის ერთადერთი გამოსავალი ნევროლოგ-ვეგეტოლოგთან კონსულტაციის გავლაა. თუმცა, უიმედო არაფერია, რადგან ნებისმიერ ფობიის დამარცხება შეიძლება, მთავარია ექიმთან ერთად მოძებნოთ თქვენთვის საჭირო მეთოდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები