LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ქორწინება – კონსტიტუციაში, შესაძლოა, ახალი ჩანაწერი გაჩნდეს

620

აუცილებელი არ არის, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, ვინაიდან კონსტიტუციაში ამის ადგილი არ არის, ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ლევან თარხნიშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი აზრით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა ქორწინების მნიშვნელობას ნათლად განმარტავს და დამატებითი ჩანაწერის გაკეთება საჭირო არ არის.

”ქართულ ოცნებას” ამ საკითხის წამოწევა რეალური პრობლემების გადასაფარად დასჭირდა. ერთადერთი რისი მიღწევაც ამ საყოველთაო-სახალხო განხილვებით შეუძლიათ, არის ის, რომ გააძლიერონ იმ ჯგუფების რიტორიკა, რომლებიც სიძულვილის ენის პროპაგანდით არიან დაკავებული” – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

რაც ეხება კითხვას, ხომ არ ცდილობს ხელისუფლება კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის გაკეთებით, აღკვეთოს ნებისმიერი მოსალოდნელი მცდელობა ერთიდაიმავე სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი პასუხობს, რომ არ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს.

”ერთი ჯგუფი მაინც რომ არსებობდეს, რომელიც ამას ითხოვს, ამ ვერსიას ექნებოდა არსებობის უფელბა. ასეთი ჯგუფი არ არსებობს, ის ჯგუფებიც კი რომლებიც საუბრობენ უმცირესობების უფლებებზე, ამ საკითხს არ აყენებენ საერთოდ” – განაცხადა თარხნიშვილმა.

დუჭერს თუ არა მხარს ”ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობის ინიციატივას, თუ საკითხი კენჭისყრაზე გავა, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ეს ყველა დეპუტატმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები