LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ყრდელი? – სიტყვა, რომელსაც ელექტრონულ ლექსიკონში ყველაზე მეტი ნახვა აქვს

893

რა არის ყრდელი? აქამდე ძალიან ცოტა თქვენგანმა იცოდა, თუ რა არის ყრდელი.

სამაგიეროდ, ყრდელის ამბავი საუკეთესოდ იცის “ჩემი ცოლის დაქალების” ახალმა პერსონაჟმა, ლუნა – მთვარისა მაზიაშვილმა, რომელმაც მებოსტნეობის კონფერენციაზე სწორედ ყრდელის ექსპორტით დააინტერესა ბიზნესმენები.

სოცქსელში გუშინ ყველაზე ხშირად სწორედ სიტყვა ყრდელს შეხვდებოდით.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ დაწერა, რომ ტელევიზიის დიდი ძალა ამ ერთი სერიითაც კარგად გამოჩნდა – “ტელევიზიის ძალა ისაა, რომ ჩვენი ბიბლიოთეკის გიგანტურ ელექტრონულ რესურსებში ყველაზე მეტი ნახვა, ბოლო ორი დღეა, ყრდელს აქვს!..”

ყრდელი კი, არც მეტ, არც ნაკლები, სალათის ფურცელია, რომელსაც რამდენიმე ნაირსახეობა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები