რა ასაკიდან მივიყვანოთ ბავშვი ბაღში და როგორ შევაგუოთ ბაღს – მედეა ზირაქაშვილის რჩევები

პოპულარული

რა ასაკიდან მივიყვანოთ ბავშვი ბაღში და როგორ შევაგუოთ ბაღს – მედეა ზირაქაშვილის რჩევები

ბაღი ესა არის ადგილი, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ ლაპარაკი, თამაში, თანატოლებთან ურთიერთობა, ფერების გარჩევა, ლექსები, ზღაპრები პატარამ სწორედ ბაღიდან ისწვლა. მიუხედავად იმ დადებითი მხარეებისა, რომელიც ბაღს აქვს,  განსაკუთრებულად რთულია ბავშვისთვის პირველი კვირები ბაღში –  ვინც ბაღში პირველად მიდის ან მათთვის, ვისაც უცხო გარემოსთან შეგუება უჭირს. როგორ მოვამზადოთ ბავშვი ბაღისთვის, როგორ შევაგუოთ ის ახალ გარემოს, როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა პატარა გაუჩერებლად ტირის და ზოგადად, როგორც ვიაროთ ბაღში ცრემლების გარეშე. ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“  ბავშვთა ფსიქიატრმა, ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა. მედეა ამჯერად მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობს, სადაც 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე ზრუნავენ.

 მედეა, რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ბაღში მიყვანა?

მადლობა, რომ დაინტერესდით ბაღების თემით, ამ ბოლო პერიოდში ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. ასაკთან დაკავშირებით გამზადებული რეკომენდაცია არ არსებობს, რადგან თითოეული ბავშვი  ინდივიდუალურია და როგორც განვიხილავთ სკოლისათვის მზაობას, ასევეა ბაღის შემთხვევაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს ყველა ის უნარი ჰქონდეს განვითარებული, რაც მას ახალ გარემოში ადეკვატურად ადაპტირებაში დაეხმარება.თუმცა მაგ.3 წლისთვის ბავშვი შედარებით დამოუკიდებელია, უჩნდება ინტერესი გარემოს მიმართ, თანატოლებთან თამაში მეტად ინტერაქციულია, ადვილად სწავლობს სხვა ბავშვებზე დაკვირვებით და მიმბაძველობით.რადგან 3 წლის ასაკის ბავშვის მეტყველება უკვე კარგად განვითარებულია, აქტიურად ცდილობს საკუთარი აზრების გამოხატვას და გაზიარებას.ასევე მომვლელთან განშორებით გამოწვეული შფოთვა, რაც ბაღში ადაპტაციისთვის, ბავშვებისთვის მკვეთრად ხელის შემშლელია,შედარებით იკლებს ამ ასაკისთვის, შესაბამისად ჩემთვის 3 წლის ასაკში ბავშვის ბაღში მიყვანა, ყველაზე ოპტიმალური პერიოდია. თუმცა არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში განვითარების გარკვეული დარღვევების მქონე ბავშვებს, რომელთა ადრეული ჩართულობა საბავშვო ბაღში  სასარგებლო იქნება მათი განვითარებისთვის.

ბაღში მისვლისას ყველა ბავშვი ტირის, თუმცა, ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ პატარა ასაკში ბავშვებს უფრო უადვილდებათ ბაღთან შეგუება, რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

არსებობენ ბავშვები, რომლებიც ძალიან მარტივად ეგუებიან ბაღს და არიან ბავშვები, რომლებიც დიდ ხანს ტირიან და უჭირთ შეგუება. ადრეულ ასაკშიც ასევეა, განშორებით გამოწვეული შფოთვა ზოგიერთისთვის 18 თვის ასაკში იჩენს თავს, ზოგიერთისთვის კი 4 წლის ასაკში. ვერ ვიტყვით, რომ 1 წლის ასაკის ბავშვი უფრო მარტივად ეგუება ბაღს. ბაღში ადაპტირებისთვის, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ბავშვის ტემპერამენტზე, პედაგოგების კვალიფიციურობაზე და მშობლის სურვილზე ატაროს ბავშვი ბაღში. როდესაც მშობელი და ბაღის აღმზრდელი შეთანხმებულად ურთიერთთანამშრომლობენ, ბავშვის ადაპტირება ბაღში უმტკივნეულოდ ხდება ხოლმე.რატომ შფოთავს და ტირის ბავშვი, პირველად  ბაღში  მისვლისას?იმიტომ, რომ მან არ იცის რა ელის ახალ გარემოსა და ადამიანებისგან.ბაღი ეს არის პირველი მაკროსოციუმი, რომელში გასვლაც ბავშვს მიკროგარემოდან უხდება.დიდ შეცდომას უშვებს მშობელი, როდესაც პირველივე წინააღმდეგობისას ბავშვი გამოყავს ბაღიდან და თავიდანვე უხშობს იმის უნარს, რომ სიძნელეებს გაუმკლავდეს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ღონისძიებებს მიმართავს პედაგოგი, ხშირად გამიგონია როდესაც ამბობენ – გადით ოთახიდან და ჩვენ მივხედავთ ბავშვს.  ეს არის ერთ-ერთი პირველი შეცდომა, რომელიც შეიძლება ბაღის გარემომ დაუშვას. გარემო, რომელიც ისედაც ასეთი სტრესულია ბავშვისთვის  უეცრად „გამქრალი“ დედის ფონზე,  ნაკლებად საშიში ვერ იქნება, ამ დროს უმჯობესია, თუ მშობელი გარკვეული ხნით დარჩება ოთახში, შორიახლოს, შესაძლოა არც კი ეკონტაქტებოდეს ბავშვს მაგრამ ის ფაქტი, რომ ახლობელი ადამიანი იქვეა, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.მხოლოდ შემდეგ შეიძლება, რომ მშობელი „ დემონსტრატიულად“ დაემშვიდობოს ბავშვს, მისცეს პირობა, რომ აუცილებლად დაბრუნდება და გამოვიდეს ოთახიდან.

დღეს მშობლები ჩივიან იმაზე, რომ საკლასო ოთახები ძალიან არის გადავსებული, რა გავლენას ახდენს ეს ფაქტი ბავშვის ფსიქიკაზე?

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ჯგუფში ბევრი ბავშვის შემთხვევაში არის ის, რომ არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, არსებობს რეკომენდაციები, რა რაოდენობის ბავშვთან რამდენი აღმზრდელია საჭირო. ბაგაში ხუთ ბავშვზე ერთი აღმზრდელია საჭირო, 2-3 წლის ასაკში 7-9 ბავშვზე ერთი მომვლელი უნდა იყოს, 3-4 წლის ასაკში 9 ბავშვს ერთი მომვლელი უნდა ყავდეს, 4 წლის ზემოთ კი ათ ბავშვზე ერთი მომვლელი საკმარისია. ამ მოთხოვნებს თუ გადავხედავთ, პრობლემა ნათლად ჩანს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბავშვების უსაფრთხოება, უნდა იცოდეს მშობელმა, რომ როდესაც ბაღში ტოვებს ბავშვს, მისი უსაფრთხოება დაცულია.ქართულ რეალობაში, ჯგუფში არსებული ბავშვების რაოდნობის პირობებში, ინდივიდუალური მიდგომის მოდელი, მინიმუმ ვერ შესრულდება, შესაბამისად ახალი უნარ- ჩვევების შეძენის ხარისხიც იქნება მკვეთრად განსხვავებული ბავშვებს შორის.

მშობლებს მივცეთ რეკომენდაციები, თუ როგორ შევაგუოთ ბავშვი ბაღს ცრემლების გარეშე

  • ხშირად, მშობლები თვითონ ხდებიან ბავშვთან განშორებით გამოწვეული შფოთვის ობიექტები და თუ ბავშვი ტირის , უბრალოდ  მოკიდებენ ხელს  და მიყავთ სახლში, ისე, რომ არ ეხმარებიან საკუთარ შვილებს პირველად წარმოშობილ გამოწვევასთან გამკლავებაში,ეს ერთმნშვნელოვნად არ არის მართებული,შესაბამისად იყავით მომთმენნი და თანმიმდევრულნი, პრობლემისგან გაქცევის ნაცვლად, თქვენს შვილებს სირთულესთან გამკლავებაში დაეხმარეთ.
  • აქტიურად ჩართეთ პედაგოგი ბავშვის ბაღთან შეგუების პროცესში და აქციეთ იგი თქვენს თანამონაწილედ.თუ პედაგოგმა ძალიან კარგად იცის ყველა ის პატერნი, რაც ბავშვის ძილს, კვებას, თამაშს უკავშირდება,თუნდაც საყვარელი ფერი, სათამაშო,საყვარელი ზღაპრის პერსონაჟი, იცის რა მეთოდით დაამშვიდოს ბავშვი ,როდესაც ძალიან გაღიზიანებულია, ეს  დაეხმარება ბავშვს ნდობით განეწყოს პედაგოგის მიმართ. შეუწყეთ ხელი, რომ  ბაღის აღმზრდელი იქცეს სტრესულ გარემოში მის დასაყრდენად.
  • მიეცით ბავშვს უფლება, გადააქციოს ახალი, სტრესული გარემო მისთვის სასურველად.გამოუყავით პატარა სივრცე,სადაც ექნება საშუალება განალაგოს სახლიდან წამოღებული, მისთვის საყვარელი ნივთები.
  • აბსოლუტურად გაუმართლებელია მშობლის გაშვება ან მშობლის მხრიდან „გაპარვა“ ოთახიდან .ბავშვს რჩება განცდა, რომ მიატოვეს,  სვამს კითხვას „მომაკითხავენ კი?“.ყოველთვის აჯობებს, თუ დაემშვიდობებით, შეახსენებთ როგორ გიყვართ და რომ აუცილებლად მალე მიაკითხავთ და ასეც მოიქეცით….დასაწყისში ეცადეთ არ დატოვოთ მთელი დღით და ნელ- ნელა გაზარდეთ ბავშვის ბაღში დატოვების დრო.
  • არასოდეს შეადაროთ თქვენი პატარა სხვებს.( მაგ. „ნიკომ როგორ უნდა გაჯობოს, მას სულ არ უტირია…“მსგავსი მაგალითები კიდევ უფრო გაზრდის ბავშვის შფოთვას, რომ ის არ არის მშობლისთვის ისეთი მოსაწონი შვილი, როგორც სხვა, რაც დამატებითი სტრესი შეიძლება იყოს მისთვის.)
  • მაქსიმალურად იყავით ემოციურად გაწონასწორებული, რომ ბავშვმა არ იგრძნოს თქვენი შფოთვა და სევდა, ამ დროს მას დამატებითი სტრესი ნამდვილად აღარ სჭირდება.

რამდენად ეხმარება ბაღი მეტყველების განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს პრობლემის დაძლევაში და რამდენად სწორია მოსაზრება, რომ უმჯობესია ის უფრო დიდი ასაკის ბავშვებთან იყოს ჯგუფში?

ენისა და მეტყველების განვითარების შეფერხებას სხვადასხვა მიზეზი უდევს საფუძვლად და როგორც წესი, შესაძლოა პარალელურად სხვა დეფიციტური სფეროებიც გამოიყოფოდეს განვითარებაში, აქედან გამომდინარე,მხოლოდ ვერბალურად გაშუალებული კომუნიკაციური სფეროს გასავითარებლად არ მიგვყავს ბავშვი ბაღში.ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები ,რომლებსაც აქვთ განვითარების გარკვეული პრობლემები, გაცილებით ადვილად ახერხებენ კომუნიკაციას ასაკით უფროს ბავშვებთან, ვიდრე თანატოლებთან.შესაბამისად არ ვარ მომხრე, რომ საკუთარ ასაკობრივ სოციუმში ჩართვის გარეშე უნდა აღმოჩნდეს ბავშვი სხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვების ჯგუფში. ვფიქრობ ბავშვმა, თავისი ასაკის ბავშვებთან ერთად უნდა გაიაროს განვითარების ყველა ეტაპი.

როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ბაღი?

ბაღის შერჩევა საკმაოდ რთული ეტაპია მშობლისთვის.რამდენიმე ჭრილში უნდა განვიხილოთ ის მოთხოვნები, რაც შეიძლება ბაღის არჩევისას გვქონდეს.

  • პირველი, ეს უნდა იყოს ადგილის ხელმისაწვდომობა. მნიშვნელოვანია,რომ ტერიტორიულად მშობელს ადვილად შეეძლოს ბავშვის ბაღში ტარება.
  •  ფინანსურ ხელმისაწვდომობა : ხშირად გვავიწყდება,თუ როგორ არასტაბილურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და როგორი ადვილია სამსახურის დაკარგვა თვითოული მშობლისთვის. შესაბამისად შესაძლოა ბავშვს რამოდენიმე კვირიანი,ძალიან სტრესული შეგუების პროცესის შემდეგ, მშობელი იძულებული, გახდეს გამოიყვანოს ბაღიდან ფინანსური პრობლემების გამო.
  • მიაქციეთ ყურადღება- ოთახის სიდიდეს და განათების და განიავების ხარისხს.მით უმეტეს, რომ 50 ბავშვიანი ჯგუფები ჩვენს ირგვლივ არც თუ ისეთი იშვიათობაა.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, პედაგოგის განათლება/კვალიფიკაცია, უნდა არსებობდეს ვებ- გვერდები, სადაც ნებისმიერ მშობელს ექნება წვდომა მის შვილს რა განათლების და კვალიფიკაციის აღმზრდელი ყავს.ჩვენს რეალობაში მშობლები ახლობლებისგან აგროვებენ ინფორმაციას და გარკვეულ ადამიანების სუბიექტური შეხედულების ხარჯზე არჩევენ მასწავლებელს.
  • საგანმანათლებო პროგრამა უნდა მოიცავდეს ბავშვის ფიზიკური, სოციალური და შემეცნებითი სფეროების განვითარებას.

უნდა ისწავლოს თუ არა ბავშვმა ბაღის ასაკში წერა ,კითხვა, ანგარიში ?

აკადემიური განვითარებისთვის არსებობს სხვა გარემო და ეს არის სკოლა, თუმცა წინა სასკოლო ჯგუფში პედაგოგი ახერხებს გარკვეული დოზით ბავშვს ინფორმაცია მიაწოდოს ამ კუთხით. უფრო მნიშვნელოვანია, პედაგოგმა ბავშვის სოციალურ-ემოციური( სათამაშოების გაზიარება, რიგის დაცვა,თანატოლებთან თამაში, წარმოსახვითი და როლური თამაშები.ემოციების და ქცევის მართვა, დირექტივებისადმი დაქვემდებარება, პრობლემის გადაჭრა უფროსის დახმარებით და ა.შ), პიროვნულ- სოციალური(ხელების დაბანა, ელვის და ღილების შეკვრა, დამოუკიდებლად კვება, ტუალეტის ჩვევა და ა.შ) კომუნიკაციური სფეროების ( აზრების გამოხატვა და გაზიარება, სხვების მოსმენა, დიალოგის წარმოება, სურვილების გამოხატვა) განვითარებაზე იზრუნოს. ხელი შეუწყოს ბავშვის დამოუკიდებლობას. უნდა გავიხსენოთ ქართული კულტუროლოგიური სივრცე, სადაც ზრდასრული ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ საკუთარ მშობლებთან  და მათი მზრუნველობის ქვეშ არიან-როლმორგებულნი და ამის ფონზე წარმოიდგინეთ პატარა ბავშვის მიმართ დამოკიდებულება…….  იქ, სადაც არის ჰიპერმზრუნველობა, დამოუკიდებლობის ხარისხი  ძალიან დაბალ დონეზეა. ბაღში მიდის ბავშვი, რომელმაც არ იცის ხელების დაბანა, ღილების შეკვრა, არ აქვს ჩამოყალიბებული ტუალეტის ჩვევა და ა.შ. ჩემი რეკომენდაციაა ფერების, რიცხვებისა და გეომეტრიული ფიგურების სწავლამდე, ის მნიშვნელოვანი სფეროები განვავითაროთ, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.

რამდენად მნიშვნელოვანია დღის ძილი ბავშვის ჯანმრთელობისთვის?

ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალური, თუმცა საჭიროა ასაკდამოკიდებული მიდგომა. 3 წლამდე ასაკის ბავშვს სჭირდება ძალების , ენერგიის მოკრეფა დღის განმავლობაში,შესაბამისად უნდა მივცეთ დასვენების საშუალება. 4 წლის ასაკში შუა დღისას აღარ უნდა ეძინოს და ამაზე მშობელმა უნდა იმუშავოს.

შეიძლება თუ არა მივცეთ საშუალება ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს აკეთოს ის, რაც თავად უნდა, მაგალითად უყუროს ტელევიზორს ან ითამაშოს პლანშეტით?

21-ე საუკუნეში მე ვერ წარმომიდგენია ადამიანის არსებობა ეკრანის გარეშე,  თუმცა ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი ლიმიტი.მნიშვნელოვანია ყველაფერი იყოს დროში განსაზღვრული. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციების მიხედვით, ორ წლამდე არ არის სასურველი ბავშვი დავსვათ ეკრანთან, 3-4 წლამდე ასაკში ნახევარი საათი ეკრანთან გატარებული დრო, ბავშვს არ შეუშლის ხელს განვითარებაში.6 წლამდე 1 საათამდეც კი არის დასაშვები ეკრანის ყურება. ჩემი რჩევაა – მაქსიმალურად შევზღუდოთ პასიური აქტივობები, მაგრამ არ ავკრძალოთ. თუ შევამცირებთ ეკრანთან გასატარებელ დროს,ან დროის მცირე პერიოდში ბავშვი და მშობელი ერთად მიუჯდება ეკრანს და პასიურად მიღებული ინფორმაციის განხილვა მოხდება დედა- შვილის ინტერაქციის გზით,ინფორმაცია, რომელიც ბავშვს  მიეწოდება  იქნება სელექტიურად შემეცნებითი და პოზიტიური, ვფიქრობ შევძლებთ მივყვეთ ჩვენი შვილების სურვილებსაც და ასევე, თავიდან ავიცილებთ ხანგრძლივად გამოყენებადი ელექტრონული მოწყობილობების გავლენით გამოწვეულ მავნე რისკებს.

 

 

 

 

 

რჩევები /

|

29 სექტემბერი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => medea-ziraqashvili
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 169071
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => medea-ziraqashvili
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 169071
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 9234
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => medea-ziraqashvili
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => medea-ziraqashvili
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (169071) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (9234,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 265088
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-07-12 16:41:26
                    [post_date_gmt] => 2018-07-12 12:41:26
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

წონაში კლება და მატება ზაფხულის სეზონზე, დღეს გავრცელებული და პოპულარული დიეტები, განტვირთვის დღეები, ბევრი წყალი და რთულად ახდენადი ოცნება, გახდომა ტანჯვის გარეშე - ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ისაუბრა.

ლაშა, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან, სინი ვინც ზაფხულში იმატებ წონაში და პირიქ, რომლებიც იკლებენ. რა არის ამის მიზეზი და რეალურად, როგორ უნდა რეაგირებდეს ადამიანის ორგანიზმი სიცხეზე?

თემა ნამდვილად აქტუალურია, არა მარტო ზაფხულში, არამედ ნებისმიერ სეზონზე. კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად და ყველა სეზონზე ჩვენ გარკვეულ წესებს უდნა ვიცავდეთ. ცხადია, წესები არსებობს იმისთვის, რომ დაირღვეს, თუმცა, პერმანენტული ხასიათი ამ დარღვევებს არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდში წონის კლებასა და მატებას, ეს დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე გარკვეულ ცვლილებებთან. მაგალითად ერთ-ერთი ამის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახლავთ ინსულინ რეზისტენტობა ანუ ორგანიზმში ინსულინის მაღალი დონე. ინსულინი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ერთგვარად გახლავთ გენეტიკური განწყობა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ზაფხულში ჩვენ განებივრებულნი ვართ დიდი ოდენობით ხილით, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებით. შესაბამისად, თუ ჩვენ ზაფხულში სიცხის გამო ვერ მივირთმევთ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, მაგალითად პურბურღულეულს, შემწვარ ხორცსა თუ ნებისმერი სხვა საკვებ პროდუქტს, ხილის სახით დიდი ოდენობით ნახშირწყლების მიღება იწვევს ინსულინ რეზისტენტობის გააქტიურებას. ეს კი შემდგომში ქმნის ჭარბი ცხიმის დეპოს ჩვენ ორგანიზმში და იწყება წონის მატება.

გარდა ამისა, ზაფხულში წონის მატება დაკავშირებულია სითხის დეფიციტთან, ვინაიდან ოფლის გამოყოფა და შესაბამისად, სითხის დანაკარგი ბევრად უფრო მეტია, ეს კი ნივთირებათა ცვლის სიჩქარეზე მოქმედებს. ეს კი საბოლოოდ იწვევს იმას, რომ ჭარბი ცხიმი გროვდება ჩვენს ორგანიზმში.

აი რაც შეეხება, ადამიანებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში იკლებენ წონაში, აქ უკვე საუბარია გამართულ, ჯანსაღ ნივთიერებათა ცვლაზე, სავარაუდოდ, ისინი იღებენ უფრო მეტ სითხეს და არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ უყვართ ხილი, ტკბილეული და ნახშირწლებისგან თავს იკავებენ.



წონის პრობლემ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დაუმარცებელი გამოვევა, არის თუ არა აქ გენეტიკა წამყვანი ფაქტო  შესაძლოა თუ არა რეული წლებიან ამის ევენცია ?

შაქრიანი დიაბეტი არაა განაჩენი და დიაბეტი არ კლავს. თუ შაქრიანი დიაბეტი და მისი ციფრები მოწესრიგებულია, ადამიანს შეუძლია იცხოვროს ჩვეულებრივი ცხოვრების წესით. ხოლო თუ ის არ იცავს წესებს, რომელიც აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის სამართავად, ეს უკვე იწვევს იმ გართულებებს, რომელიც ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

რაც შეეხება გენეტიკურ განწყობას, როგორც დიაბეტის, ასევე სიმსუქნის შემთხვევაში, მას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს გენეტიკური წინასწარ განწყობა, ამ დროს აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მომავალზე. ეს კი იწყება ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდიდან, როდესაც ორსულმა აუცილებლად უნდა შეზღუდოს ნახშირწყლები, რათა ნივთიერებათა ცვლა იყოს მოწესრიგებული. ბავშვთა კვებაში კი არ უნდა იყოს ჩართული შაქარი, რათა გემოვნების რეცეპტორები ამ კუთხით არ გააქტიურდეს. ჩვენი კვება იგივე ჩვევაა, როგორც ვაჩვევთ ბავშვს, ისევე იკვებება ის შემდგომში. თუ ბავშს არ დავაძალებთ და არ შევაყვარებთ ტკბილეულს, მას ზრდასრულ ასაკში ეს პროდუქტები არ ეყვარება. ნაკლებტკბილი პროდუქტი მისთვის უკვე ძალიან ტკბილი გახდება, ეს კი უკვე გახლავთ პრევენცია და პროფილაქტიკა იმისათვის, რომ მან თავი დაიცვას ჭარბი წონის, სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტისგან.

რომელია ის ენდოკრინოლოგურ დადებბი, რომებიც ყველზე მეტად უშლიან ხელს წონის კორექციას?

მეტწილად საქართველოში ჭარბი წონაც და სიმსუქნეც გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით. რაც შეეხება დაავადებებს, პროცენტულად ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ანუ ეგრეთწოდებული ჰიპოთირეოზი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას და ეს კი, ხელს უწყობს ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას და მეტაბოზლიმის შენელებას.

ასევე უნდ გამოვყოთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომელიც არ ვითარდება ერთ დღეში. მას აქვს თავისი განვითარების ფაზები ანუ პრედიაბეტი, რომელსაც თავის მხრივ ასევე აქვს ხუთი ფაზა და ის იწყება ცხიმოვანი ცვლის დარღვევით. შემდგომ მას მოსდევს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, ინსულინ რეზისტენტობა, ჰიპერინსულიმენია და შემდგომ უკვე იწყება ინსულინის დეფიციტი, როდესაც ისმევა დიაგნოზი, შაქრიანი დიაბტი ტიპი 2. არსებობს ასევე ბანალური დარღვევები ორგანიზმში, რომელიც კავშირშია ჭარბ წონასთან, ესაა მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი. როდესაც ჩვენ პაციენტი ჭარბი წონით მოგვმართავს და  მას ვიტამინებსა და მინერალებსაც ვაწვდით, იმის მიხედვით, თუ რომლის დეფიციტა, ისმის კითხვა, არ გამასუქებს? რა თქმა უნდა არა, რადგან ჩვენ სწორედ სიმსუქნეს ვმკურნალობთ.

უნდა ავღნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი როლი უჭირავს D ვიტამინს, რომელიც სამწუხაროდ დეფიციტურია საქართველოში და თითქმის ყოველ მეორე ადამიანს, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, აქვს ვიტამინ D-ს დეფიციტი. ეს კი ასევე მჭიდრო კავშირშია სიმსუქნის განვითარებასთან, იმუნურ სისტემასთან.

სიმსუქნე, როგოც სხვა ენდოკრინული პათოლოგია, არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც სჭირდება  მულტიფროფილური მკურნლაობა. სიმსუქნე ორგანიზმში უამრავ დაავადებას იწვევს, ესაა დააახლოებით 150-მდე დაავადება, დაწყებული კანის სტრუქტურით, დამთავრებული შარდსასქესო სისტემის დაავადებებით. ის მოიცავს აბსოლუტურად ყველა ორგანოთა სისტემას.



რას იტყვით დღეს გავცელებულ და პოპულარული დიტებზე, მაგალითად დუკანის ცილების დიეტზე. სხვათა შორის ეს დიეტა მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მისი დახმარებით ქეით მიდლტონმა დაიკლო...

 როგორც კი პირველად გამოჩნდა ეგრეთწოდებული დუკანის დიეტა, იმთავითვე ვიყავი ამ კვების მიმდევრების მოწინააღმდეგე.
დიეტა ეს არის სწორი, რაციონალური, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება. ეს კი გულისხმობს, რომ საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ყველა ტიპის საყუათო ნივთიერება. ესენია ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკრო ელემენტები. რომელიმე მათგანის ამოღება საკვები რაციონიდან ნიშნავს, რომ ჩვენ პათოლოგიურ ზეწოლას ვახდენთ ჩვენივე ორგანიზმზე.
დუკანის დიეტაში შედის დიდი ოდენობით ცილოვანი პროდუქტები და არ შეიძლება ყველამ დაიცვას კვების ეს სტილი. თუ ადამიანს აღენიშნება გარკვეული პათოლოგიები, მაგალითად იგივე თირკმლის დაავადება, ამ დროს შესაძლოა მოხდეს მდგომარეობის გამწვავება და პაციენტი სტაციონარშიც კი აღმოჩნდეს. მე მყოლია ძალიან ბევრი პაციენტი, რომლებიც დუკანის დიეტის შემდეგ ფაქტიურად ვერ დადიოდნენ, იყო განვითარებული კუნთოვანი სისუსტე, თავბრუსხვევა, ძილიანობა და სხვადასხვა ტიპის სიმპტომატიკა. დიაგნოსტიკური კვლევებით დადგინდა, რომ მათ აღენიშნებოდათ მინერალების დეფიციტი. სხვათა შორის მიდლტონის ქორწილის წინა პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტილისტებმა მას ძლივს მოუფიქრეს ვარცხნილობა იმის გამო, რომ დაემართა ბუდობრივი ცვენა, რომელიც შესაძლებელია, დაკავშირებული იყო დუკანის დიეტასთან. დუკანის დიეტაში ასევე არაა განსაზღვრული წყლის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. საზაფხულო მონო დიეტა, რას გვეტყვით  საზამთროს დიეტაზე, რამდენად ეფექტურია ის და რას იტყვით .. განტვირთვის დღეებზე, ანუ შიმშილზე იგივე შემიძლია ვთქვა მონო დიეტებზე. ისინი შესაძლებელია გაკეთდეს თვის განმავლობაში ორი ან სამი დღის მანძილზე, მონო დიეტა და განტვირთვის დღე ცხადია, არ გულისხმობს შიმშილს. ეს გახლავთ რომელიმე ერთი პროდუქტის არჩევა, მაგალითად ცილოვანი პროდუქტები ან ხილი, თუნდაც საზამთრო. საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რაც ორგანიზმში ჟანგბადის მომარაგებას უწყობს ხელს. საზამთრო ნახშირწლების მიხედვითაც ნაკლებ კალორიულია, ის მარტივ ნახშირწლებს შეიცავს და ისინი მარტივად იშლება და ცხადია, არის დიდი რაოდენობით წყალი, რომელსაც აქვს შარდმდენი ეფექტი. ეს კი ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, თუნდაც კვირაში ერთი დღე საზამთროს დიეტა დასაშვებია. რაც შეეხება ცილოვან პროდუქტებს, მათი მეშვეობით განტვირთვა მიზანშეწონილია მხოლოდ სამი დღის განმავლობაში. ასევე განტვირთვისთვის შესაძლოა გამოვიყენოთ ბოსტნეული, რომელიც დაბალკალორიულია და სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით.
დიეტა საერთოდ არ გულისხმობს შიმშილს, გარკვეული პროდუქტების აკრძალვას, ეს არის საკვები პროდუქტების რაოდენობრივი შეზღუდვა და მათი სწორად გადანაწილება დღის მანძილზე.
ნიშნავს თუ არა ჯანსაღ ცხოვრების წესსზე გადასვლა იმას, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ ცომეულს?  ცომეულზე არც დიეტის დროს უნდა ვთქვათ უარი. როგორც ავღნიშნე, უნდა იყოს რაოდენობრივი შეზღუდვა. თუ ჩვენ ცომეულში განვიხილავთ ისეთ ტრადიციულ ქართულ კერძს, როგორცაა ხაჭაპური, ის არ უნდა იყოს ყოველდღიურ რაციონში. როდესაც ჩვენ პაციენტებისთვის ვადგენთ კვების რაციონს, მას ვაძლევთ არჩევანის შესაძლებლობას, აირჩიოს წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი და ა.შ. პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ პურს არ მიირთმევენ, ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი, მჭადი ზუსტად იგივე შემადგენლობისაა და პურის აკრძალვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მალე გავხდებით. ისევე როგორც წიწიბურის მირთმევა უსაზღვრო რაოდენობით არ ნიშნავს, რომ ჩვენ მარტივად დავიკლებთ წონაში. ჩვენ არ ვემხრობით სწრაფ კვებას, რადგან სწორი კვების პრინციპების დროს ადამიანი უფრო მარტივად ეჩვევა რეჟიმს. ხანგრძილივი დიეტა, სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში, ესაა არაქირურგიული კუჭის რეზექცია ანუ კუჭის კვეთა. ვინაიდან კუჭი გახლავთ კუნთოვანი ორგანო, სწორი კვების დაცვის დროს, ხდება მისი შემცირება ზომებში, რაც უკვე პრევენციაა იმისა, რომ სწრაფად არ მოხდეს დაკარგული წონის დაბრუნება.  შაქარზე მინდა გკითხოთ, რამდენად მიზანშეწონილია მისი რაციონიდან სრულად ამოღება? დიახ, ეს აბსოლუტურად მართებულია, თუ ჩვენ ვსაუბრობთ რაფინირებულ შაქარზე. რაფინირებული შაქარი მთლიანად უნდა იყოს ამოღებული საკვები რაციონიდან, ვინაიდან მას არაფერი დადებითი არ მოაქვს. შაქრის გამოყენება ესაა ჩვევა. საფრანგეთში ჩატარდა კვლევა ვირთაგვებზე, რომლებიც ორ ჯგუფად დაჰყვეს. ერთ ჯგუფს აძლევდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ხოლო მეორე ჯგუფს, შაქარს. გაირკვა, რომ ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა ნარკოდამოკიდებულების მოხსნა, ვიდრე შაქარზე დამოკიდებულების. დიდი რაოდენობით რაფინირებული შაქრის გამოყენება იწვევს ნერვული სისტემის, მიელინიზაციის დარღვევას ანუ გარსის, რომელიც ნერვულ უჯრედებს აქვს და რომელიც უზრუნველყოფს იმპულსების სწორად გატარებას. რაფინირებული შაქარია ის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–სა და ჭარბი წონის განვითარებისთვის. არსებობს უამრავი პროდუქტი, ხილი თუ ბოსტნეული, იგივე ხორცი, ბურღულეული, რომელშიც შედის იმ რაოდენობის ნახშირწყლები, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. შესაძლოა თუ არა წყალმა შეწყოს ხელი წონაში კლბას და მაი რა რაოენობა ითვლება დღიურა ანდარტად.. წყალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 65-70 პროცენტი შედგება წყლისგან, ლოგიკურია, რომ წყალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის. წყლის დეფიციტი ორგანიზმში იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ჭარბი წონის განვითარების. მაშინ, როდესაც წლით ადეკვატური მომარაგება ხდება, წონის კორექციაზეც ეს დადებითად მოქმედებს. წყალს აქვს შარდმდენი ეფექტი და სწორედ შარდს გამოაქვს გაფილტრული ნივთიერებები ჩვენი ორგანიზმიდან. ესაა ტოქსინები, შლაკები და ცხიმოვანი უჯრედები. რაც შეეხება წლის მიღების წესს, მე არასოდეს შემიზღუდავს პაციენტებისთვის წლის მიღება, მათ შორის არც საკვების მიღების დროს. წელს მარტში ჩატარებული კვლევით, ამერიკელმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს, რომ წყლის მიღებას საკვებთან მიმართებაში არ აქვს გადამწვეტი მნიშვნელობა. მთვარია საკვები პროდუქტისა და წყლის ტემპერატურა არ იყოს ერთმანეთთან შეუთავსებელი. ამ შემთხვევაში ხდება გარკვეული ზემოქმდება კუჭის ლორწოვანზე, რაც ხელს უშლის საჭმლის მონელებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეირ რეკომენდებულია, ჩვენი წონა გავამრავლოთ 0.033-ზე და მიღებული ციფრი არის ის რაოდენობა, რა რაოდენობაც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. საუბარია მინიმუმზე, რადგან ზაფხულში შეიძლება წყლის რაოდენობა გავზარდოთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ საუბარია ჯანმრთელ ადამიანებზე და არა მათზე, ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა ან საშარდე სისტემის დაავადებები აწუხებთ. გადაცემის ლაივი https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2131027510255400/ გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/07/ekimi-lasha-uchava.mp3"][/audio] [post_title] => დუკანის დიეტის საშიში მხარეები და რჩევები წონაში ჯანსაღად დაკლების მსურველებს – ლაშა უჩავას რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => dukanis-dietis-sashishi-mkhareebi-da-rchevebi-wonashi-jansaghad-daklebis-msurvelebs-lasha-uchavas-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-07-12 17:40:18 [post_modified_gmt] => 2018-07-12 13:40:18 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=265088 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 262380 [post_author] => 6 [post_date] => 2018-07-05 15:25:55 [post_date_gmt] => 2018-07-05 11:25:55 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE რა ძირითადი და აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს ბავშვების გაყვანა ქალაქგარეთ. რა ოდენობით უნდა მიიღოს წყალი პატარამ და  შესაძლოა თუ არა წყალი ჩაანცვლოს ბავშებისთვის საყვარელმა გაზიანმა სასმელებმა ან ტკბილმა წვენებმა, როდესაც ბავშვი უარს ამბობს წყლის მიღებაზე. რუჯი კანზე, მადის დაკარგვა და დასვენება სოფლად - ამ და სხვა საინტერესეო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესრომა, პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა. ქალბატონო ეკა, რატომ არის ასეთი საშიში მაღალი ტემპერატურა ბავშებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის? ზაფხულის ცხელი დღეები არ არის იშვიათი ჩვენთვის და ჩვენ მეტნაკლებად ადაპტირებული ვართ გარემოს მაღალ ტემპერატურასთან. საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ გაუწყლოვნების რისკია მაღალი. რაც უფრო ჩვილია ბავშვი, მის ორგანიზმში მით უფრო დიდი რაოდენობით არის წყალი და აორთქლების რისკიც მაღალია, სწორედ ამიტომ დედებს ვურჩევ, რომ პატარები დატვირთონ რაც შეიძლება მეტი სითხით, განსაკუთრებით წყლით და არა გაზიანი სასმელებით და ხილის წვენებით, მათ თავისი უარყოფითი გვერდითი მხარეები აქვს. პირველ რიგში გაუწყლოვნების პრევენცია არის სუფთა სასმელი წყალი და მეორე, ელექტროლიტური, რეჰიდრატაციული ხსნარი, რომელიც ძალიან ფართოდ მოიპოვება ჩვენს სააფთიაქო ქსელებში. ასევე, მზის ულტრაიისფერი სხივები რა თქმა უნდა ჯანმრთელობაა, მაგრამ დღის 10 სთ-დან საღამოს 6-7 სთ-მდე  მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ბავშვები მზის სხივებს, სასარგებლოსთან ერთად ულტრაიისფერ სხივებს უამრავი გვერდითი საზიანო მხარეები აქვს, განსაკუთრებით ორ წლამდე ბავშვებში მზის პირდაპირი ზემოქმედება მკვეთრად ზრდის მელანომის, კანის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს, ამიტომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ბავშვები მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, თუ მაინც უნდა გაიყვანოთ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საცხები, რომლის მოხმარებასაც სპეციალური ინსტრუქცია აქვს, გაყვანამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე უნდა დაიტანოთ სხეულის ხილულ ნაწილებზე, სახე, ზედა და ქვედა კიდურებზე. მზისგან დამცავების საბავშვო ფორმები ჰიპოალერგიულია, უსაფრთხოა და ადაპტირებულია ბავშვის კანთან.
ბავშვმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალი, შესთავაზეთ ყოველ 5-10 წუთში,თუ გარეთ ხართ და გარემოს ტემპერატურა მაღალია, უფრო ხშირად უნდა შესთავაზოთ სითხე, რადგან სითხის დანაკარგი არა მხოლოდ ოფლით ხდება, ასევე სუნთქვის დროს, ბავშვის სუნთქვის სიხშირე  კი გაცილებით უფრო ხშირია ვიდრე მოზრდილის.
მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაციის რეკომენდაციით, როგორც ბავშვებში ასევე მოზრდილებში, აუცილებელი პირობა უბრალო სასმელი წყლის მიღებაა. გაზიანი სასმელი ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს სასმელ წყალს, თუნდაც ეს იყოს მინერალური გაზიანი წყლები. რაც შეეხება სითხეს და წყლის მიღებას, შესაძლოა თუ არა, წყალი ჩაანცვლოს ბავშებისთვის საყვარელმა გაზიანმა სასმელებმა ან ტკბილმა წვენებმა, როდესაც ბავშვი უარს ამბობს წყლის მიღებაზე? გაზიანი სასმელები ორ ჯგუფად იყოფა, ტკბილი და მინერალური სასმელები. თვითონ გაზს აქვს გვერდითი მოვლენები, დიდი რაოდენობით და ხშირი მოხმარება იწვევს გასტრიტებს, გულძმარვებს. თუ სხვა ალტერნტივა არ არსებობს, ჯობია სახლში დამზადებული კომპოტის სახით შევთავაზოთ სითხის მიღება ან გაზგასული მინერალური წყალი, თუ ესეც არ გამოდის, იყოს შედარებით ნაკლებგაზიანი ტკბილი სასმელი. გაზი აფუჭებს კბილის ემალს და უმჯობესია შევთავაზოთ საწრუპი ჩხირებით, ამ გზით ემალის დაზიანების რისკი კლებულობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ტკბილ, გაზიან სასმელებში შაქრის შემცველობა თვრამეტჯერ მეტია, ვიდრე სახლში დამზადებულ უშაქრო კომპოტებში. მშობელმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. მე გირჩევთ, რომ საერთოდ ნუ დააგემოვნებინებთ ასეთ სასმელებს, მაქსიმალურად გაწელეთ დრო სანამ ბავშვი ტკბილი გაზიანი სასმელის გემოს გაიგებს, რადგან შემდეგ წყლის მიმართ ინტერესი ეკარგებათ. მზის სხივებისგან ორგანიზმი ბუნებრივი გზით იღებს დ ვიტამინს, თუ ჩვენ მოვერიდეთ მზეს, კანი არ მიიღებს რუჯს,  მზე არ მოვა ჩვენამდე, საიდან მივიღებთ დ ვიტამინს? ძალიან აქტუალური შეკითხვაა, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომედაციების აფიშირებას ვუკეთებ იმის თაობაზე, რომ სეზონის მიუხედავად დ ვიტამინის მიღება ყოველდღიურად არის აუცილებელი. მზის სხივის ვიტამინის გამომუშავება ორგანიზმში ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დღის 3 სთ-მდე 15 წუთს მაინც გაატარებს მზის გულზე ბავშვი, მოშიშვლებული კიდურებითა და სახით. რაც უფრო მუქი შეფერილობის კანი აქვს ბავშვს, მით უფრო დიდია მზეზე დაყოვნების აუცილებლობა. ამავდროულად, რაც უფრო ჩვილია ბავშვი, მით უფრო დიდია მელანომის რისკი, აქედან გამომდინარე ვურჩევ ყველას, რომ ხელოვნური გზით მიიღონ ვიტამინ დ და არა რუჯის სახით. რუჯი, რომელიც დამცავის მიუხედავად მიიღება მცირე სახით, ამას მივესალმები, მაგრამ ოქროს შუალედის მოძებნა ძალიან რთულია განსაკუთრებით ჩვილებში. ხშირად მოუმართავთ მშობლებს, დამცავ წასმულ ბავშვებს ეტლიდან რაც ჩანს, კიდურის მცირე ნაწილი იქ მე-2 მე-3 ხარისხის დამწვრობა განვითარებიათ, მზეზე ძალიან მოკლე ხნიანი დაყოვნების შედეგად. თბილისის პოპულარული აუზები, არის თუ არა ეს სხეულის გაგრილების კარგი საშუალება. იმ ფონზე როდესაც იქ ფიქსირდება დასაშვებზე მეტი რაოდენობის ადამიანი და დაბინძურებული წყალი, რომელსაც არავინ ამოწმებს? სანიტარული ნორმების და ჰიგიენის დაუცველობა მკვეთრად ზრდის რისკს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარების მხრივ. ვურჩევ, რომ ადრეული ასაკის ჩვილ ბავშვებს ინდივიდუალი აუზები შეურჩიონ, წყლით გაკაჟება ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებლად დღის მეორე ნახევარში. ძალიან რთულია ბავშვის საზღვაო კურორტზე წაყვანა, რადგან რაც უფრო ჩვილია ბავშვი უცხო გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი უფრო დიდია, საშუალოდ 5-7 დღე, ჩვენი არდადეგების პერიოდი 10-14 დღით შემოიფარგლება და შესაბამისად მხოლოდ ადაპტაციისთვის არის ხოლმე საკმარისი დასვენება. ასეთ შემთხვევაში ვურჩევ მშობლებს, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მოარიდონ სიცხეს და მთის კურორტებზე წაიყვანონ, ბუნებაში დასვენება არაჩვეულებრივია. ბევრი კითხულობს ღირს თუ არა კონდინციონერის დამონტაჟება სახლში, სადაც ჩვილი ბავშვია, ამ მიმართულებით რა რეკომენდაციას მოგვცემთ? თუ გაუსაძლისი სიცხეა და გარემო ტემპერატურა ძალიან მაღალია, უმჯობესია კონდინციონერის გამოყენება. სასურველია, რომ დამონტაჟებული იყოს სხვა ოთახში და სახლის მთლიანი ტემპერატურა დაბალანსებული იყოს. კონდინციონერი ხანდახან არის ინფექციის წყარო, ატრიალებს არაფილტრირებულ ჰაერს, ეს რისკი არის, მაგრამ ზოგადად, უმჯობესია გაგრილდეს ბავშვი, ვიდრე 40 გრადუსი სიცხის ზემოქმედების ქვეშ იყოს. რას გვეტყვით მადის დაკარგვაზე, რომელიც ხშირი პრობლემაა ზაფხულში? ეს ჩვეული მომენტია, მთავარია, რომ ბავშვი დავტვირთოთ სითხეებით, შესაძლებელია დღის რეჟიმის შეცვლაც, ხშირად ჩვილები თვითონ მოძებნიან ხოლმე გამოსავალს, ღამე კარგად ჭამენ და დღის ნორმას ამით ავსებენ, დღის განმავლობაში კი დიდ შუალედებს აკეთებენ, იგივე რეჟიმი შეიძლება მოვარგოთ მოზრდილ ბავშვსაც. სიცხის გამო მადის დაკარგვა, არანაირად არ არის საგანგაშო, მაქსიმალურად მსუბუქი საკვები შევთავაზოთ, არა ცხიმიანი, ადვილად მონელებადი. ძალიან მნიშვნელოვანია საკვების შენახვის პირობების დაცვა, არსებობს მალფუჭებადი პროდუქტები, მათ შორის რძის ნაწარმი, სადაც ბაქტერიების და განსაკუთრებით სტაფილოკოკის ჩამოყალიბების რისკი მაღალია, ასეთი პროდუქტები უნდა შეიძინონ ვადის გათვალისწინებით. მოერიდეთ ტემპერატურის ცვალებადობას. ასევე ყურადღებით იყავით სუპებთან, 30-40 წუთში შეიძლება სუპი გაფუჭდეს. სასურველია, რომ სუპი და ფაფა ჭამის წინ მომზადდეს და დაუყოვნებლივ მივცეთ ბავშვებს. კრემიან საკონდიტრო ნაწარმს მაქსიმალურად აარიდეთ თავი, განსაკუთრებული ტოქსიურობით ხასიათდება და შესაძლოა ცუდ დღეში ჩააგდოს პატარა. ის, რასაც ჩვენ მოვინელებთ, შესაძლოა, მომწამვლელი იყოს პატარასთვის. ასევე საკმაოდ აქტუალური თემაა, ჰაერის გამოცვლა ბავშვისთვის, სად გადის ზღვარი სწორ დასვენებას და სწორ არჩევანს შორის? სოფლად გაზრდილი ბავშვისთვის კურორტი აუცილებელი არ არის, ბევრი სიმწვანე და ჟანგბადია სოფლად, გარემოს შეცვლა ცუდი არ არის, მაგრამ არც აუცილებლობაა. რაც შეეხებად ქალაქის ბავშვებს, მათ ჟანგბადის დეფიციტში უწევთ ცხოვრება მთელი წლის განმავლობაში და მათი გაყვანა სასურველი და აუცილებელია. რომელი კურორტია კარგი ამის თქმა რთულია, თუ ბავშვს სპეციფიკური პრობლემა არ აქვს, ყველა კურორტი კარგია, მთაც და ზღვაც. ზღვის კურორტებზე რაც პატარაა ბავშვი ადაპტაციის პრობლემა ჩნდება, შესაბამისად მშობელმაც და ბავშვმაც ერთნაირად რომ დაისვენონ, უმჯობესია მთიანი კურორტები ამჯობინონ. შეარჩიონ ზღვის დონიდან 1200-1300 მეტრზე განთავსებული კორორტები, სადაც უფრო მეტი ჟანგბადის შემცველობაა ჰაერში ვიდრე დაბალ კორორტებზე. რამდენია, მინიმალური დრო ჰაერის გამოცვლისთვის და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა კურორტზე , რომ იმუნიტეტი ბოლომდე აღიდგინოს? გააჩნია სად მიგყავთ ბავშვი, ადაპტაცია განსხვავებულია ზღვის და მთის კურორტებზე, თუ 10 დღით მიდიხართ ზღვის კურორტზე ეს საკმარისი არ არის, რადგან დიდი დრო ჭირდება ადაპტაციას და ასეთი მცირე ხნიანი დასვენება უფრო მეტად სტრესულია პატარასთვის. საზღვაო კურორტებზე გაუწყლოების რისკი უფრო დიდია, მზისგან დამცავის გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობა დგას. რაც შეეხება მთის კურორტებს, ადაპტაციას უფრო მალე გადის ბავშვი და უფრო უმტკივნეულოდაც.  ყველა ეს კომპონენტი გასათვალისწინებელია და ყველა ეს რჩევა ყურადღებული უნდა იქნას, რათა დედამაც და ბავშვმაც ხარისხიანად დაისვენოს. [gallery columns="4" link="file" ids="262431,262433,262430,262432"] გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/07/ekimi-eka-uberi.mp3"][/audio]   [post_title] => როგორ მოვიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს - ეკა უბერის რეკომენდაციები მშობლებს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => rogor-moviqcet-gausadzlisi-sickhis-dros-eka-uberis-rekomendaciebi-mshoblebs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-07-05 15:29:24 [post_modified_gmt] => 2018-07-05 11:29:24 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=262380 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 259693 [post_author] => 23 [post_date] => 2018-06-28 14:03:52 [post_date_gmt] => 2018-06-28 10:03:52 [post_content] => გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას მიეძღვნა, როგორიცაა ბავშვის განვითარება და მშობლების წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევები. ჰიპერატქიულობა, ყურადღების დეფიციტი, ციფრულ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულება, „შეძენილი აუტიზმი“ და ბულინგი მოზარდებში. ამ თემებზე გადაცემაში რომის ჩვილ იესოს სახელობის პედიატრიული საავადმყოფოს წამყვანმა სპეციალისტებმა ნეიროფსიქიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტეფანო ვიკარიმ და აუტიზმის სპექტრის აშლილობების პროგრამის კოოედინატორმა ჯოვანი ვალერიმ ისაუბრეს. ისინი საქართველოში მენტალური ჯანმთელობის ცენტრის მოწვევით იმყოფებოდნენ და პირადად შეხვდნენ ქართველ მშობლებს, ჩაატარეს საინტრესო ვორქშოფი. გადაცემაში ვიზიტის მნიშვნელობაზე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წამყვანმა სპეფიალისტმა , ბავშთა ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა სტეფანო ვიკარი რატომ ჩნდება ყურადღების დეფიციტისა და რას გულისხმობს ჰიპერაქტიურობის სინდრომი? ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ხშირი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რომელიც იწყება ბავშვობის ასაკიდან და შესაძლოა გაგრძელდეს მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკშიც. ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ავლენს ჰიპერაქტიურობას, იმპულსურობას, უჭირს ლოდინი, რიგის დაცვა, ქვეითდება მისი ადაპტაციური ფუნქციონირება როგორც სკოლაში, ასევე სახლში და ზოგადად სოციუმში, სადაც უწევს ყოფნა. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? რა თქმა უნდა გენეტიკური წინასწარგანწყობა.... ამ ბავშვებს ხშირად ყავთ ბიძა ან მამა, ვისაც აღენიშნება მსგავსი ნიშნები, რადგან ეს დიაგნოზი გაცილებით ხშირია მამრობითი სქესის ადამიანებში. თუმცა, მხოლოდ ეს ვერაფერს ვერ იზამდა, რომ არა ხელშემწყობი გარემო ფაქტორებიც, რომელთა შორის ყველაზე აქტიურად განიხილავენ დღენაკლულობასა და დაბადებისას მცირე წონას. რატომ ხდება გვიანი დიაგნოსტიკა?  ჩემი პასუხი იქნება შემდეგი: სპეციალისტებისა და მშობლების უმეტესობას ჰგონია, რომ ზემოთჩამოთვლილი თვისებები ბავშვებს აღენიშნებათ მხოლოდ დროებით, განვითარების ადრეულ ეტაპზე და შემდგომში ისინი ამ ყველაფერს თავისით გადალახავენ. ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე... განსაკუთრებით მსუბუქ შემთხვევებში... თუმცა სხვა შემთხვევაში თუ ეს ასე არ მოხდა, ფასი, რომელიც ამ ბავშვებმა და მათმა გარემოცვამ უნდა გადაიხადოს, გაცილებით მაღალია: ეს არის იზოლაცია თანატოლებისგან, დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში... ხანდახან ასაკის მატებასთან ერთად მკვეთრად რთულდება მდგომარეობა, ასეთი მოზარდები ნაკლებად ემორჩილებიან სოციალურ წესებს, ხშირია წამალდამოკიდებულების შემთხვევები, ექმნებათ სოციუმში ადეკვატურად ინტეგრაციის პრობლემები, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს პრობლემა შესაძლებელია მარტივად იმართოს მედიკამენტებით და სათანადო მიდგომით.... ( აქვე უნდა არინიშნოს, რომ მედეა ზირაქაშვილის განცხადებით, საქართველოში ამ ტიპის მედიკამენტები რეგისტრირებული არ არის )
მიაკითხეთ სპეციალისტს, მოითხოვეთ დიაგნოზის დასმა, ნუ შეუშინდებით რეალობას, მიიღეთ ზომები მართვის და მკურნალობისთვის და შედეგიც არ დააყოვნებს, გამოსავალი კეთილსაიმედოა. ნუ დაელოდებით მდგომარეობის დამძიმებას,  განგების ძალებს ან სხვა მსგავსს.
დღეს ჩვენ ვდგვაართ ისეთი მწავე პრობლმემის წინაშე, როგორიცაა აგრესია, და ბულინგი, რა არის ამის მიზეზი არ ვიცი ამ მხრივ რა ხდება საქართველოში, მაგრამ იტალიაში ეს პრობლემა მზარდი ტენდენციით ხასიათდება და ბევრ სირთულეს გვიქმნის. ამ საკითხთან დაკავშირებით მე რამოდენიმე  ჰიპოთეზა მაქვს: უხშირესად 21-ე საუკუნეში ბავშვები ბებია- ბაბუებთან იზრდებიან. ბებია-ბაბუები კარგი ძიძები არიან ჰიგიენური ნორმების დაცვის და ბავშვების კვებითი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, თუმცა ნაკლებად უწყობენ ხელს განათლების მიცემას... განათლებას რამოდენიმე მიმართულებით ვგულისხმობ... რაც შეეხება მშობლებს... ისინი გარკვეულწილად საკუთარი დაკავებულობის გამო დანაშაულს გრძნობენ შვილების მიმართ, შესაბამისად უჭირთ გარკვეული წესების შემოღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი აღზრდის პროცესისთვის... მაგალითად, უხშირესად ბავშვი ითხოვს სასურველს, ითხოვს იმპერატიულად, არ ექვემდებარება აკრძალვას, ვერ ითმენს და სასწრაფოდ უნდა სასურველი... დანაშაულის შეგრძნების მქონე მშობლებს უჭირთ ბავშვების ფრუსტრაციის მართვა და იძულებულნი არიან  შეუსრულონ შვილებს ახირებები... ასე ამტკიცებენ ისინი არასასურველ ქცევას. ეს ისე, მაგალითისთვის, თუმცა აუცილებლად მხედველობაში მისაღები აზრია. ასევეა თანატოლებთან ურთიერთობისასაც. ისინი ექსპერიმენტირებენ ურთიერთობებს... როდესაც იშვიათად აქვთ თანატოლებთან კონტაქტი და გამოცდილებაც დეფიციტურია, სამწუხაროდ ვერ აცნობიერებენ სად მთავრდება მათი თავისუფლება და სად იწყება სხვების. მათ არ აქვთ ის სოციალური უნარები, რომლებიც ჭირდებათ ურთიერთობისთვის. ამ დეფიციტის ხელშემწყობი არის მეტი კონტაქტი ვირტუალურ გარემოსთან და არა იმ რეალობასთან, რაც მათ გარშემოა. განსაკუთრებით დიდი საშიშროებაა, თუ ბავშვს უფროსის გვერდის ავლით, მათი კონტროლის გარეშე აქვს წვდომა ელექტრულ მოწყობილობებთან. ბავშვს გარკვეულ ასაკამდე უფროსის გარეშე  არ უნდა ჰქონდეს წვდომა პასიურ აქტივობებზე. ბავშვებს ძალიან უჭირთ განასხვავონ ვირტუალური რეალობა ჭეშმარიტი რეალობისგან... ასევე, შესაძლოა მოექცნენ ძალიან ცუდი მესიჯების გავლენის ქვეშ თუნდაც კანაბიოიდების ადრეულ ასაკში გამოყენების შესახებ. იტალიაში ძალიან გაახალგაზრდავდა მათი გამოყენების ასაკი: 11 წლიდან იწყება და ამ სუბსტანციების გავლენა უმწიფარ ტვინზე ძალიან საშიშია და მკვეთ ქცევის დარღვევებს იწვევს. ჩემი მესიჯი მშობლებისთვის იქნება, რომ მათ მეტი დრო  გაატარონ საკუთარ შვილებთან, რადგან ქცევის დარღვევების მართვის უნიკალური მედიკამენტი არ არსებობს და ყველაზე ეფექტური გზა მხოლოდ მშობლების ფსიქოგანათლების ამაღლება და მათი დატრენინგებაა, თუ როგორ იურთიერთობონ საკუთარ ბავშვთან. როგორ დაიცვან თავი ბულინგისგან? პირდაპირი გზით: ითხოვონ შველა და დახმარება გარემოსგან, უფროსისგან... როგორ მოქმდებს მშობლის აღზრდის მეთოდი  ბავშვის თვითშეფასებაზე? ნაწილობრივ დიახ. ნამდვილად ის დამოკიდებულია ურთიერთობის ფორმაზე მშობლების მხრიდან. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ტემპერამენტიც. მე მაგალითად 4 შვილი მყავს, ისინი უკვე ზრდასრულები არიან. ყველა ერთ გარემოში გავზარდე, თუმცა ოთხივე აბსოლუტურად სხვადასხვა პიროვნებაა, თავიანთი ინდივიდუალური  მახასიათებლებით. ერთია გარემო, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს  გენეტიკაც. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები თვითონ იცავენ საკუთარ თავს  მშობლების ცუდი აღზრდისგან და იმუშავებენ „კარგ იმუნიტეტს“ მათი გავლენისგან თავდასაცავად (იცინის). ბოლო დროის ტოპ-შეკითხვაა, იწვევს თუ არა გაჯეტები აუტიზმს? ერთმნიშვნელოვნად არა!!! ელექტრული მოწყობილებები არ იწვევს აუტიზმს!!! ბავშვი აუტიზმით  იბადება. ეს ფაქტი დასტურდება ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ყველა წყაროთი. მართალია, ერთი შეხედვით  აუტიზმი ვლინდება მოგვიანებით, განვითარების გარკვეულ ეტაპზე, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ის არის დაბადებისთანავე. ელექტრონული მოწყობილობები უბრალოდ უარყოფითად განამტკიცებს ბავშვის იზოლაციას. ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს და ხელი შეუწყოს იზოლაციას. თუმცა იგივე შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გარკვეულ რუტინაზე მიჯაჭვულობამაც, მაგალითად ფაზლების და კუბების განმეორებითად აწყობა არ არის გაჯეტის მოხმარება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვი დიდი დოზით რით დაკავდება კუბით, თუ გაჯეტით, მთავარი არსი აქტიური კომუნიკაციის შეზღუდვაა... ერთი კი უნდა ავღნიშნოთ რომ: ძალიან ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ტელევიზორიდან და კომპიუტერიდან მათმა შვილმა შესაძლებელია ძალიან ბევრი რამ ისწავლოს, მე აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას... სწავლების, ენა და მეტყველების განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი გახლავთა უშუალო ინტერაქცია და კომუნიკაცია ბავშვთან... ასე, რომ... თუ მშობელს უნდა გააუმჯობესოს მისი შვილის ლინგვისტური უნარები, ყველაზე კარგი საშუალება ამისთვის არის ინტერაქცია ბავშვთან. ესაუბრეთ საკუთარ შვილებს, უკითხეთ წიგნები, მოუყევით ამბები, გაუხმოვანეთ ყველაფერი, რაც ხდება მის ირგვლივ და რისი დანახვაც შეუძლია. ინტერაქცია და კომუნიკაცია ნებისმიერი განვითარების დარღვევის დროს არის აუცილებელი, თერაპიული და ერთადერთი სწორი გზა თერაპიის პროცესში დასახული მიზნების სწრაფად მისაღწევად. ჯოვანი ვალერის ინტერვიუ როგორ წარმოგიდგენიათ ბავშვის განვითარება ელეტქრონული მოწყობილობების გარეშე? ელექტრონული მოწყობილობები ამ ეტაპზე ჩვენს რეალობაში ჩემთვის 21- საუკუნის განუყოფელ ნაწილად განიხილება. ვერ წარმომიდგენია ბავშვის არსებობა მათ გარეშე. ცალკე კუნძულზე ხომ არ ავღზრდით? თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ეფექტურად გამოყენება... არავინ კამათობს, მათი რაციონალურ გამოყენების აუცილებლობაზე: დროის და სივრცის შემცირება გაჯეტთან ერთად... ან მშობელთან ერთად თვალყურის დევნება და  თუნდაც ამ გზით კომუნიკაციისთვის ხელის შეწყობა. მოსაზრება, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა შესაძლოა გახდეს გარდამხტეხი აუზტისმის სამყაროში... „ჩვილი იესოს“ სახელობის პედიატრიული საავადმყოფო ერთ-ერთი უდიდესია მთელს ევროპაში, შესაბამისად გვაქვს ასევე დიდი კვლევითი ბაზა. სამეცნიერო-კვლევით ნაწილს დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში... ჩვენ გვქონდა აღნიშნული მეთოდის ეფექტურობის დამტკიცების მცდელობა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ამ კვლევების სერია ჩვენს კლინიკაში ჯერჯერობით კვლავ გრძელდება და მეტი უბრალოდ არაფრის თქმა არ შემიძლია... მესმის მშობლების მცდელობა, მოძებნონ უნიკალური მეთოდი პრობლემის გადასალახად. ასევე, მესმის მშობლების, რომლებსაც ვერ უღიარებიათ აუტიზმი, როგორც თანდაყოლილი დიაგნოზი... რადგან მათ ხომ დაბადებისას ხელში ეჭირათ ტიპური განვითარების ბავშვი, რომელსაც არაფერი ჰქონდა სხვებისგან განსხვავებული... 3 თვის ასაკში უღიმოდა დედას, 12 თვის ასაკში თითქოს რამოდენიმე სიტყვა წარმოთქვა და მხოლოდ 14-18 თვიდან დაიწყო მშობელმა შემჩნევა, რომ განვითარებაში რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო... დღესდღეობით აუტიზმის სპექტრი განიხილება, როგორც ნეიროგანვითარებითი დარღვევა, რაც თავის მხრივ ნიშნავს თავის ტვინის ორგანიზების, ნეირონთაშორისი კავშირების დამყარების  პრობლემას. ამიტომაცაა, რომ ადრეული ინტერვენცია, რომელიც ხელს უწყობს ამ ორგანიზების გაუმჯობესებას სტრუქტურულ დონეზე, ძალიან ეფექტურია. როგორია მძიმე მეტალები და ვაქცინაციის გავლენა აუტიზმის გამოწვევაზე. ჩვენს კლინიკაში ასევე გვქონდა შესაძლებლობა ჩაგვეტარებინა კვლევები ამ სავარაუდო ეტიოლოგიურ ფაქტორებზე, თუმცა ვერანაირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ მივაგენით... ვიმეორებ, აბსოლუტურად მესმის მშობლების, რომლებიც არიან მიზეზების, გამომწვევი ფაქტორების ძიებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სულ უფრო და უფრო მეტი კვლევით მტკიცდება, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  კომპონენტი არის გენეტიკური ფაქტორი, მისი დაჯერება მშობელს უჭირს, რადგან ერთი შეხედვით, დაბადებისას ბავშვი, რომელსაც აუტიზმი აქვს, არ არის რაიმე ატიპური ნიშნის მატარებელი. მაგრამ, მნიშვნელოვანია მშობლებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ გენეტიკური ფაქტორით განპირობებული პრობლემა სავსებით შესაძლოა გამოვლინდეს შედარებით მოგვიანებით ასაკში, რადგან გენებსაც ჭირდებათ დრო ამოქმედებისთვის. მე ვმუშაობ კლინიკაში, სადავ წლის განმავლობაში ვხვდები აუტიზმის სპექტრის მქონე 600-700 ბავშვს და მათ შორის ბევრია ბავშვი, რომელსაც ვაქცინაცია არ ჩატარებია და აქვს აუტიზმის ნიშნები. ამ ბავშვებსაც 18 თვის ასაკში ჰქონდათ ისეთივე გამოვლინება, როგორც სხვებს, აცრილებს, რომლებსაც აქვთ აუტიზმი. ჰომეოპათია და ალტერნატიული თერაპია აუტიზმთან მიმართებაში მე ვფიქრობ, რომ ექიმებმა პაციენტს ყოველთვის უნდა შესთავაზონ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდები. ჰომეოპათიას არ აქვს არანაირი, მტკიცებულებით გამყარებული ეფექტურობის საფუძველი. თუმცა, ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ხანდახან მშობელთან არ ღირს მკვეთრად რადიკალური აკრძალვა თერაპიის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი უნდობლობით იმსჭვალებიან... თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ არ დაკარგონ დრო და დაიწყონ მაქსიმალურად ინტენსიური თერაპია, რომელიც ცვლის თავის ტვინის ორგანიზების ხარისხს და მიმართულია არსებული ნიშნების აღმოფხვრისკენ. [gallery columns="4" link="file" ids="259714,259715,259712,259713"] გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/06/italielebi.mp3"][/audio] [post_title] => იწვევს თუ არა გაჯეტები აუტიზმს? ერთმნიშვნელოვნად არა!!! - მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ექსკლუზიური ინტერვიუ [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => iwvevs-tu-ara-gajetebi-autizms-ertmnishvnelovnad-ara-msoflios-wamyvani-specialistebis-eqskluziuri-interviu [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-06-28 14:25:33 [post_modified_gmt] => 2018-06-28 10:25:33 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=259693 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 265088 [post_author] => 23 [post_date] => 2018-07-12 16:41:26 [post_date_gmt] => 2018-07-12 12:41:26 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE წონაში კლება და მატება ზაფხულის სეზონზე, დღეს გავრცელებული და პოპულარული დიეტები, განტვირთვის დღეები, ბევრი წყალი და რთულად ახდენადი ოცნება, გახდომა ტანჯვის გარეშე - ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ისაუბრა. ლაშა, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან, სინი ვინც ზაფხულში იმატებ წონაში და პირიქ, რომლებიც იკლებენ. რა არის ამის მიზეზი და რეალურად, როგორ უნდა რეაგირებდეს ადამიანის ორგანიზმი სიცხეზე? თემა ნამდვილად აქტუალურია, არა მარტო ზაფხულში, არამედ ნებისმიერ სეზონზე. კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად და ყველა სეზონზე ჩვენ გარკვეულ წესებს უდნა ვიცავდეთ. ცხადია, წესები არსებობს იმისთვის, რომ დაირღვეს, თუმცა, პერმანენტული ხასიათი ამ დარღვევებს არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდში წონის კლებასა და მატებას, ეს დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე გარკვეულ ცვლილებებთან. მაგალითად ერთ-ერთი ამის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახლავთ ინსულინ რეზისტენტობა ანუ ორგანიზმში ინსულინის მაღალი დონე. ინსულინი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ერთგვარად გახლავთ გენეტიკური განწყობა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ზაფხულში ჩვენ განებივრებულნი ვართ დიდი ოდენობით ხილით, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებით. შესაბამისად, თუ ჩვენ ზაფხულში სიცხის გამო ვერ მივირთმევთ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, მაგალითად პურბურღულეულს, შემწვარ ხორცსა თუ ნებისმერი სხვა საკვებ პროდუქტს, ხილის სახით დიდი ოდენობით ნახშირწყლების მიღება იწვევს ინსულინ რეზისტენტობის გააქტიურებას. ეს კი შემდგომში ქმნის ჭარბი ცხიმის დეპოს ჩვენ ორგანიზმში და იწყება წონის მატება. გარდა ამისა, ზაფხულში წონის მატება დაკავშირებულია სითხის დეფიციტთან, ვინაიდან ოფლის გამოყოფა და შესაბამისად, სითხის დანაკარგი ბევრად უფრო მეტია, ეს კი ნივთირებათა ცვლის სიჩქარეზე მოქმედებს. ეს კი საბოლოოდ იწვევს იმას, რომ ჭარბი ცხიმი გროვდება ჩვენს ორგანიზმში. აი რაც შეეხება, ადამიანებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში იკლებენ წონაში, აქ უკვე საუბარია გამართულ, ჯანსაღ ნივთიერებათა ცვლაზე, სავარაუდოდ, ისინი იღებენ უფრო მეტ სითხეს და არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ უყვართ ხილი, ტკბილეული და ნახშირწლებისგან თავს იკავებენ. წონის პრობლემ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დაუმარცებელი გამოვევა, არის თუ არა აქ გენეტიკა წამყვანი ფაქტო შესაძლოა თუ არა რეული წლებიან ამის ევენცია ? შაქრიანი დიაბეტი არაა განაჩენი და დიაბეტი არ კლავს. თუ შაქრიანი დიაბეტი და მისი ციფრები მოწესრიგებულია, ადამიანს შეუძლია იცხოვროს ჩვეულებრივი ცხოვრების წესით. ხოლო თუ ის არ იცავს წესებს, რომელიც აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის სამართავად, ეს უკვე იწვევს იმ გართულებებს, რომელიც ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. რაც შეეხება გენეტიკურ განწყობას, როგორც დიაბეტის, ასევე სიმსუქნის შემთხვევაში, მას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს გენეტიკური წინასწარ განწყობა, ამ დროს აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მომავალზე. ეს კი იწყება ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდიდან, როდესაც ორსულმა აუცილებლად უნდა შეზღუდოს ნახშირწყლები, რათა ნივთიერებათა ცვლა იყოს მოწესრიგებული. ბავშვთა კვებაში კი არ უნდა იყოს ჩართული შაქარი, რათა გემოვნების რეცეპტორები ამ კუთხით არ გააქტიურდეს. ჩვენი კვება იგივე ჩვევაა, როგორც ვაჩვევთ ბავშვს, ისევე იკვებება ის შემდგომში. თუ ბავშს არ დავაძალებთ და არ შევაყვარებთ ტკბილეულს, მას ზრდასრულ ასაკში ეს პროდუქტები არ ეყვარება. ნაკლებტკბილი პროდუქტი მისთვის უკვე ძალიან ტკბილი გახდება, ეს კი უკვე გახლავთ პრევენცია და პროფილაქტიკა იმისათვის, რომ მან თავი დაიცვას ჭარბი წონის, სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტისგან. რომელია ის ენდოკრინოლოგურ დადებბი, რომებიც ყველზე მეტად უშლიან ხელს წონის კორექციას? მეტწილად საქართველოში ჭარბი წონაც და სიმსუქნეც გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით. რაც შეეხება დაავადებებს, პროცენტულად ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ანუ ეგრეთწოდებული ჰიპოთირეოზი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას და ეს კი, ხელს უწყობს ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას და მეტაბოზლიმის შენელებას. ასევე უნდ გამოვყოთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომელიც არ ვითარდება ერთ დღეში. მას აქვს თავისი განვითარების ფაზები ანუ პრედიაბეტი, რომელსაც თავის მხრივ ასევე აქვს ხუთი ფაზა და ის იწყება ცხიმოვანი ცვლის დარღვევით. შემდგომ მას მოსდევს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, ინსულინ რეზისტენტობა, ჰიპერინსულიმენია და შემდგომ უკვე იწყება ინსულინის დეფიციტი, როდესაც ისმევა დიაგნოზი, შაქრიანი დიაბტი ტიპი 2. არსებობს ასევე ბანალური დარღვევები ორგანიზმში, რომელიც კავშირშია ჭარბ წონასთან, ესაა მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი. როდესაც ჩვენ პაციენტი ჭარბი წონით მოგვმართავს და  მას ვიტამინებსა და მინერალებსაც ვაწვდით, იმის მიხედვით, თუ რომლის დეფიციტა, ისმის კითხვა, არ გამასუქებს? რა თქმა უნდა არა, რადგან ჩვენ სწორედ სიმსუქნეს ვმკურნალობთ. უნდა ავღნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი როლი უჭირავს D ვიტამინს, რომელიც სამწუხაროდ დეფიციტურია საქართველოში და თითქმის ყოველ მეორე ადამიანს, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, აქვს ვიტამინ D-ს დეფიციტი. ეს კი ასევე მჭიდრო კავშირშია სიმსუქნის განვითარებასთან, იმუნურ სისტემასთან. სიმსუქნე, როგოც სხვა ენდოკრინული პათოლოგია, არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც სჭირდება  მულტიფროფილური მკურნლაობა. სიმსუქნე ორგანიზმში უამრავ დაავადებას იწვევს, ესაა დააახლოებით 150-მდე დაავადება, დაწყებული კანის სტრუქტურით, დამთავრებული შარდსასქესო სისტემის დაავადებებით. ის მოიცავს აბსოლუტურად ყველა ორგანოთა სისტემას. რას იტყვით დღეს გავცელებულ და პოპულარული დიტებზე, მაგალითად დუკანის ცილების დიეტზე. სხვათა შორის ეს დიეტა მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მისი დახმარებით ქეით მიდლტონმა დაიკლო...  როგორც კი პირველად გამოჩნდა ეგრეთწოდებული დუკანის დიეტა, იმთავითვე ვიყავი ამ კვების მიმდევრების მოწინააღმდეგე.
დიეტა ეს არის სწორი, რაციონალური, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება. ეს კი გულისხმობს, რომ საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ყველა ტიპის საყუათო ნივთიერება. ესენია ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკრო ელემენტები. რომელიმე მათგანის ამოღება საკვები რაციონიდან ნიშნავს, რომ ჩვენ პათოლოგიურ ზეწოლას ვახდენთ ჩვენივე ორგანიზმზე.
დუკანის დიეტაში შედის დიდი ოდენობით ცილოვანი პროდუქტები და არ შეიძლება ყველამ დაიცვას კვების ეს სტილი. თუ ადამიანს აღენიშნება გარკვეული პათოლოგიები, მაგალითად იგივე თირკმლის დაავადება, ამ დროს შესაძლოა მოხდეს მდგომარეობის გამწვავება და პაციენტი სტაციონარშიც კი აღმოჩნდეს. მე მყოლია ძალიან ბევრი პაციენტი, რომლებიც დუკანის დიეტის შემდეგ ფაქტიურად ვერ დადიოდნენ, იყო განვითარებული კუნთოვანი სისუსტე, თავბრუსხვევა, ძილიანობა და სხვადასხვა ტიპის სიმპტომატიკა. დიაგნოსტიკური კვლევებით დადგინდა, რომ მათ აღენიშნებოდათ მინერალების დეფიციტი. სხვათა შორის მიდლტონის ქორწილის წინა პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტილისტებმა მას ძლივს მოუფიქრეს ვარცხნილობა იმის გამო, რომ დაემართა ბუდობრივი ცვენა, რომელიც შესაძლებელია, დაკავშირებული იყო დუკანის დიეტასთან. დუკანის დიეტაში ასევე არაა განსაზღვრული წყლის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. საზაფხულო მონო დიეტა, რას გვეტყვით  საზამთროს დიეტაზე, რამდენად ეფექტურია ის და რას იტყვით .. განტვირთვის დღეებზე, ანუ შიმშილზე იგივე შემიძლია ვთქვა მონო დიეტებზე. ისინი შესაძლებელია გაკეთდეს თვის განმავლობაში ორი ან სამი დღის მანძილზე, მონო დიეტა და განტვირთვის დღე ცხადია, არ გულისხმობს შიმშილს. ეს გახლავთ რომელიმე ერთი პროდუქტის არჩევა, მაგალითად ცილოვანი პროდუქტები ან ხილი, თუნდაც საზამთრო. საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რაც ორგანიზმში ჟანგბადის მომარაგებას უწყობს ხელს. საზამთრო ნახშირწლების მიხედვითაც ნაკლებ კალორიულია, ის მარტივ ნახშირწლებს შეიცავს და ისინი მარტივად იშლება და ცხადია, არის დიდი რაოდენობით წყალი, რომელსაც აქვს შარდმდენი ეფექტი. ეს კი ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, თუნდაც კვირაში ერთი დღე საზამთროს დიეტა დასაშვებია. რაც შეეხება ცილოვან პროდუქტებს, მათი მეშვეობით განტვირთვა მიზანშეწონილია მხოლოდ სამი დღის განმავლობაში. ასევე განტვირთვისთვის შესაძლოა გამოვიყენოთ ბოსტნეული, რომელიც დაბალკალორიულია და სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით.
დიეტა საერთოდ არ გულისხმობს შიმშილს, გარკვეული პროდუქტების აკრძალვას, ეს არის საკვები პროდუქტების რაოდენობრივი შეზღუდვა და მათი სწორად გადანაწილება დღის მანძილზე.
ნიშნავს თუ არა ჯანსაღ ცხოვრების წესსზე გადასვლა იმას, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ ცომეულს?  ცომეულზე არც დიეტის დროს უნდა ვთქვათ უარი. როგორც ავღნიშნე, უნდა იყოს რაოდენობრივი შეზღუდვა. თუ ჩვენ ცომეულში განვიხილავთ ისეთ ტრადიციულ ქართულ კერძს, როგორცაა ხაჭაპური, ის არ უნდა იყოს ყოველდღიურ რაციონში. როდესაც ჩვენ პაციენტებისთვის ვადგენთ კვების რაციონს, მას ვაძლევთ არჩევანის შესაძლებლობას, აირჩიოს წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი და ა.შ. პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ პურს არ მიირთმევენ, ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი, მჭადი ზუსტად იგივე შემადგენლობისაა და პურის აკრძალვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მალე გავხდებით. ისევე როგორც წიწიბურის მირთმევა უსაზღვრო რაოდენობით არ ნიშნავს, რომ ჩვენ მარტივად დავიკლებთ წონაში. ჩვენ არ ვემხრობით სწრაფ კვებას, რადგან სწორი კვების პრინციპების დროს ადამიანი უფრო მარტივად ეჩვევა რეჟიმს. ხანგრძილივი დიეტა, სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში, ესაა არაქირურგიული კუჭის რეზექცია ანუ კუჭის კვეთა. ვინაიდან კუჭი გახლავთ კუნთოვანი ორგანო, სწორი კვების დაცვის დროს, ხდება მისი შემცირება ზომებში, რაც უკვე პრევენციაა იმისა, რომ სწრაფად არ მოხდეს დაკარგული წონის დაბრუნება.  შაქარზე მინდა გკითხოთ, რამდენად მიზანშეწონილია მისი რაციონიდან სრულად ამოღება? დიახ, ეს აბსოლუტურად მართებულია, თუ ჩვენ ვსაუბრობთ რაფინირებულ შაქარზე. რაფინირებული შაქარი მთლიანად უნდა იყოს ამოღებული საკვები რაციონიდან, ვინაიდან მას არაფერი დადებითი არ მოაქვს. შაქრის გამოყენება ესაა ჩვევა. საფრანგეთში ჩატარდა კვლევა ვირთაგვებზე, რომლებიც ორ ჯგუფად დაჰყვეს. ერთ ჯგუფს აძლევდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ხოლო მეორე ჯგუფს, შაქარს. გაირკვა, რომ ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა ნარკოდამოკიდებულების მოხსნა, ვიდრე შაქარზე დამოკიდებულების. დიდი რაოდენობით რაფინირებული შაქრის გამოყენება იწვევს ნერვული სისტემის, მიელინიზაციის დარღვევას ანუ გარსის, რომელიც ნერვულ უჯრედებს აქვს და რომელიც უზრუნველყოფს იმპულსების სწორად გატარებას. რაფინირებული შაქარია ის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–სა და ჭარბი წონის განვითარებისთვის. არსებობს უამრავი პროდუქტი, ხილი თუ ბოსტნეული, იგივე ხორცი, ბურღულეული, რომელშიც შედის იმ რაოდენობის ნახშირწყლები, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. შესაძლოა თუ არა წყალმა შეწყოს ხელი წონაში კლბას და მაი რა რაოენობა ითვლება დღიურა ანდარტად.. წყალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 65-70 პროცენტი შედგება წყლისგან, ლოგიკურია, რომ წყალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის. წყლის დეფიციტი ორგანიზმში იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ჭარბი წონის განვითარების. მაშინ, როდესაც წლით ადეკვატური მომარაგება ხდება, წონის კორექციაზეც ეს დადებითად მოქმედებს. წყალს აქვს შარდმდენი ეფექტი და სწორედ შარდს გამოაქვს გაფილტრული ნივთიერებები ჩვენი ორგანიზმიდან. ესაა ტოქსინები, შლაკები და ცხიმოვანი უჯრედები. რაც შეეხება წლის მიღების წესს, მე არასოდეს შემიზღუდავს პაციენტებისთვის წლის მიღება, მათ შორის არც საკვების მიღების დროს. წელს მარტში ჩატარებული კვლევით, ამერიკელმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს, რომ წყლის მიღებას საკვებთან მიმართებაში არ აქვს გადამწვეტი მნიშვნელობა. მთვარია საკვები პროდუქტისა და წყლის ტემპერატურა არ იყოს ერთმანეთთან შეუთავსებელი. ამ შემთხვევაში ხდება გარკვეული ზემოქმდება კუჭის ლორწოვანზე, რაც ხელს უშლის საჭმლის მონელებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეირ რეკომენდებულია, ჩვენი წონა გავამრავლოთ 0.033-ზე და მიღებული ციფრი არის ის რაოდენობა, რა რაოდენობაც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. საუბარია მინიმუმზე, რადგან ზაფხულში შეიძლება წყლის რაოდენობა გავზარდოთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ საუბარია ჯანმრთელ ადამიანებზე და არა მათზე, ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა ან საშარდე სისტემის დაავადებები აწუხებთ. გადაცემის ლაივი https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2131027510255400/ გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/07/ekimi-lasha-uchava.mp3"][/audio] [post_title] => დუკანის დიეტის საშიში მხარეები და რჩევები წონაში ჯანსაღად დაკლების მსურველებს – ლაშა უჩავას რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => dukanis-dietis-sashishi-mkhareebi-da-rchevebi-wonashi-jansaghad-daklebis-msurvelebs-lasha-uchavas-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-07-12 17:40:18 [post_modified_gmt] => 2018-07-12 13:40:18 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=265088 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 82 [max_num_pages] => 28 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => a7653101a520a8a824a516136e309c91 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები