LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ელის გარემოვაჭრეებისთვის ჩამორთმეულ საქონელს?

72

თბილისის საკრებულომ გარევაჭრობის აღკვეთისას საქონლის კონფისკაციის წესი დაამტკიცა. საკითხი სხდომაზე თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა ნელი ღვინეფაძემ გაიტანა. მისი თქმით, გარემოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული საქონელი განადგურდება, გადაეცემა სოციალურად დაუცველებს ან აუქციონზე გაიყიდება. ღვინეფაძის განმარტებით, დაახლოებით 10 დღეში თბილისის საკრებულოში შევა აგრეთვე გარევაჭრობის რეგულირების წესი, მანამდე კი კონფისკაციის წესის დამტკიცება ამ პროცესს ხელს არ შეუშლის.

საკითხის განხილვას თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა. ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სევდია უგრეხელიძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ საჭირო საკრებულომ ჯერ გარევაჭრობის რეგულირების წესი მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ დამტკიცდეს გარემოვაჭრეებისათვის ქონების კონფისკაციის წესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები