LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ელის რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებს ხვალ გავიგებთ

40

შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, ხვალ გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 6 სექტემბერს გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 26 ივლისს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 7.0 %-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს და ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვასთან ერთად, მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

შეგახსენებთ, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შედეგად, ასევე უცვლელი დარჩა პროცენტი იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არიან მიბმულები. „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, 30699 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვალათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები