LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაარქვეს ირაკლი ალასანიას შვილიშვილს

123

ირაკლი ალასანია და ნათია ფანჯიკიძე მცირე ხნის წინ ბებია-ბაბუა გახდნენ. ნიკო ალასანიასა და მის რჩეულს გოგონა შეეძინათ. ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში ახლახან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც გაამხილა, თუ რა დაარქვეს გოგონას.

„რომ დაიბადა, თინათინიაო, – ყლუპ! ვადღეგრძელეთ თინათინი. მეორე დღეს, ნატალიას უფრო ჰგავსო, – აბა დავლიეთ, დავლიეთ! დავლოცეთ ნატალია! მესამე დღეს, ნიჩურტები გვაქვს, ისევ თინათინიაო, არ დაგვზარებია, – ყლუპ-ყლუპ! თინათინი დავლოცეთ. მეოთხე დღეს სახლში ნატალია წამოვაცუნცულეთ, მთელი გზა ნატალია ერქვა. მოვედით და აუჰ! ეს რა დაგვემართა, თინათინი უნდა ჩაგვეწერაო!

ის ის იყო, ინიციატივის ჩემს თავზე აღება და დაბადების მოწმობაში სულგუნა ალასანიას ჩაწერა გადავწყვიტე, გამოცოცხლდნენ და თინათინი დაარქვეს. ახლადმოვლენილი დენდელოზის ჩამბარებელი პირები, მაშასადამე მშობლები ირწმუნებიან, რომ ეს დასკვნითი და ურყევი გადაწყვეტილებაა.

თი-ნათ-ინი, – სახელი ლამაზია, ათინათებით სავსე, მზის ციმციმა სხივების და სითბოს ენერგიით“ – აღნიშნავს ნათია „ფეისბუქის“ პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები