LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაგიჯდებათ კვება თბილისი-ბათუმის მატარებელში?

661

Stadler-ის მატარებლებში, რომლებიც თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრაობს, მგზავრებისთვის კვების სერვისი ამოქმედდა. ”საქართველოს რკინიგზის” მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში, ”შტადლერის” ტიპის ორსართულიან GRS-სერიის მატარებლებში, საკვები პროდუქტებისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების რეალიზაციის დროებითი  ნებართვის თაობაზე, კომპანია  Breadbar-მა გაიმარჯვა.

საკვების მწარმოებელმა კომპანიამ საკუთარი ნაწარმის შეთავაზება ორსართულიანი მატარებლის მგზავრებისთვის 1 ივლისიდან დაიწყო და ეს პროცესი 15  ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

როგორც ”ფორტუნას” Breadbar-ში განუცხადეს, მატარებლებში მათთვის სპეციალური დახლები განთავსდა, სადაც იყიდება: სენდვიჩები, კრუასანები, ღვეზელები, მაფინები, მაკარონი, ცივი ჩაი და სხვა პროდუტები. სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად, პროდუქტები თერმო-ყუთებით არის წარმოდგენილი.

”რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, დაახლოებით, 3-დან 5 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, მაკარონი 1 ლარიც კი ღირს. აღსანიშნავია, რომ ფასები იდენტურია როგორც ბიზნეს კლასის, ისე პირველი და მეორე კლასის მატარებლებში”, – აღნიშნეს კომპანიაში. მათივე ინფორმაციით,  Stadler-ის მატარებლებში მგზავრებისთვის კვების სერვისი სულ რამდენიმე დღეა ამოქმედდა, თუმცა მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება და მოთხოვნა უკვე დიდია.

ცნობისთვის, ”საქართველოს რკინიგზა” კვების პროდუქტების რეალიზაციის სერვისს VMK-სერიის მატარებლებშიც გეგმავს.  კომპანიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა,   საკვები პროდუქტებისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების რეალიზაციის ერთი წლით ნებართვაზე, რომლის სანაცვლოდ დაინტერესებულ კომპანიას საკუთარი პროდუქციის ამ მატარებლებში რეალიზაციის უფლება მიეცემა.

დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადი 18 ივლისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები