LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაუჯდება განათლების სამინისტროს 240 ათასი ცალი ვაშლი?

116

თბილისის მასშტაბით 10 საჯარო სკოლაში სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში, დაახლოებით, 80 ათასი ვაშლი დარიგდება. სამინისტრომ ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი მიმდინარე კვირაში უნდა გამოაცხადოს, რისთვისაც პირველ ეტაპზე 90 ათასი ლარია გათვალისწინებული. სატენდერო პირობების თანახმად, ვაშლი უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების, საღი და ჯანსაღი.

როგორც „ფორტუნას“ პროექტის მენეჯერმა, მაია მუშკუდიანმა, უთხრა, სამინისტრო ვაშლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში გათვალისწინებული ბიუჯეტიდან იყიდის.

„ჩვენ თბილისის მასშტაბით ყველაზე დიდი სკოლები შევარჩიეთ. თითო უბნიდან 2-2 სკოლა. ჯამში შეირჩა სულ 10 სკოლა, სადაც სულ 20 ათასამდე მოსწავლე ირიცხება. საშუალოდ 2000-იან კონტიგენტიანი სკოლები. სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე გათვლილია, დაახლოებით, 45 ტონა ვაშლი. ბაზრის კვლევამ რაც გვაჩვენა, ამისთვის 90 ათასი ლარია პირველ ეტაპზე გამოყოფილი. ვაშლის ჯიშზე არ იქნება აქცენტი გაკეთებული, რადგან ჩვენმა შესწავლამ აჩვენა, რომ ყველა ჯიში თანაბრად არის სასარგებლო. უბრალოდ, სატენდერო პირობებში ჩავწერთ, როგორი უნდა იყოს ვაშლი, ის რომ უნდა იყოს კარგი, საღი და ა.შ. ეს დეტალები ზუსტდება,“ – განაცხადა მუშკუდიანმა.

პროექტის მენეჯერის განმარტებით, იანვრის შემდეგ სკოლების გაფართოებაც იგეგმება.

„მიუხედავად იმისა, რომ იანვრის შემდეგ ვაშლი სეზონური ხილი აღარაა, არამგონია, დეფიციტი იყოს. ვაშლის მწარმოებლებს აქვთ სპეციალური მეთოდოლოგია, როგორ შეინახონ ვაშლი მთელი წლის განმავლობაში,“ –  განაცხადა მუშკუდიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები