LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაუჯდება პარიზს ოლიმპიადა

67

პარიზმა 2024 წლის ოლიმპიადის ჩატარებისთვის საჭირო თანხა დაითვალა და 6.6 მილიარდ ევროზე ავიდა.

მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ორგანიზატორთა ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი და საზრუნავი ბიუჯეტის ამ დონეზე შენარჩუნება იქნება. 2016 წლის თებერვალში წერდნენ, რომ პარიზი პროექტის რეალიზაციისთვის 6.2 მილიარდ ევროს დახარჯავდა.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ლოს ანჯელესმა უარი თქვა 2024 წლის ოლიმპიადის ჩატარებაზე და 2028 წლის თამაშების ოფიციალური პრეტენდენტი გახდა. 2024 და 2028 წლის თამაშების დედაქალაქები ოფიციალურად 13 სექტემბერს, პერუს დედაქალაქ ლიმაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მორიგ სესიაზე გამოცხადდება.

საფრანგეთის დედაქალაქი ერთადერთი კანდიდატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები