LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დროის გატარება შეუძლიათ მოზარდებს გაჯეტებთან?

108

ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტები დაინტერესდნენ, თუ რა დროის გატარება შეუძლიათ მოზარდებს გაჯეტებთან ისე, რომ ეს მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იყოს. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ეს დრო არც თუ ისე ცოტაა და 257 წუთს შეადგენს. ანუ, დღე-ღამეში 4:30 საათის კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანთან გატარება სრულიად დასაშვებია და ბავშვის ორგანიზმს ზიანს არ აყენებს.

რაც შეეხება სმარტფონებს, მათ შემთხვევაში უსაფრთხო დრო მხოლოდ 120 წუთს შეადგენს. ექსპერტებს სჯერათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლოა ძალიან სასარგებლოც კი იყოს და მათი სწორად გამოყენება მოზარდებში კრეატიულობას და შემოქმედებით უნარებს ანვითარებს. ამიტომ, გაჯეტების სრულიად შეზღუდვა სასურველი არ არის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები