LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეღირება მეორე კლასის ბილეთები? – რკინიგზა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

131

საქართველოს რკინიგზა ბილეთების ფასის მატებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

”საქართველოს რკინიგზა 1 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულების მატარებლის ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის ბილეთის ფასის კორექტირებას ახდენს. ამასთანავე, გვსურს გამოვეხმაუროთ მცდარ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ბილეთების ფასის ცვლილება შეეხო მეორე კლასის ბილეთებს. მეორე კლასით მგზავრობის ფასი უცვლელია. ისევე, როგორც წინა სეზონში ფასი იქნება 24 ლარი, არასეზონური ფასი კი 18 ლარი.

საქართველოში სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანა არის დოტაციური და ხორციელდება თანხების სუბსიდირება. გაუმართლბელია სუბსიდირების განხორციელება ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის მგზავრობის, რომელიც მოიცავს დამატებითი სერვისებით სარგებლობას. მატარებელში არის 400 ადგილი, აქედან პირველი კლასის ადგილს შეადგენს მგზავრთა 10% და ბიზნეს კლასით მოსარგებლეები 2%-ია. მგზავრთა 88% იმგზავრებს წინა წლებში დადგენილი ტარიფით”, – ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები