LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფერი ავირჩიოთ საძინებლისთვის – დიზაინერის რჩევები

845

თუ იდეალურ ფერს ეძებთ საძინებლისთვის, შეგიძლიათ წამყვანი დიზაინერების რეკომენდაციები გაითვალისწინოთ.

 

მუქი ლურჯი – ლურჯი ფერი წელსაც მოდურია და მომავალ წელსაც შეინარჩუნებს აქტუალურობას. კლასიკური და ამავე დროს მშვიდი ფერი, კომფორტსაც შეგიქმნით და მძიმე სამუშაოს დღის შემდეგ დასვენების საშუალებასაც მოგცემთ.

მშვიდი ფერები – ღია ცისფერი, მწვანე და ნაცრისფერის თითქმის ყველა ტონი დამამშვიდებელ ფერად ითვლება და განსაკუთრებით უხდება საძინებელს.

კლასიკური თეთრი – უნივერსალური ფერი საშუალებას მოგცემთ სხვადასხვა ფერით გაამდიდროთ საძინებლის ინტერიერი.

ღია ცისფერი – თუ სიგრილე გენატრებათ, აირჩიეთ ცისფერი, რომელიც, თეთრის მსგავსად, ფერადი დეტალების საკუთარი გემოვნებით შერჩევის შესაძლებლობას მოგცემთ.

რბილი ნაცრისფერი – უცნაურია, მაგრამ სწორედ ნაცრისფერი ქმნის იმ მყუდროებას, რომელიც მშვიდი ძილისა და დასვენებისთვისაა აუცილებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები