LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფულს აკეთებენ: მარეი მეხუთეა, ვინც 50 მილიონი იშოვა

88

ენდი მარეი გახდა მეხუთე ჩოგბურთელი, რომელმაც 50 მილიონ დოლარზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.
დანარჩენი ოთხის ჩამოთვლა ალბათ რთული არ იქნება.

შაბათს მარეიმ ოთხ სეტში მოუგო პაოლო ლორენცის და US Open-ის მეოთხე წრეში გავიდა. ტურნირის დასრულების შემდეგ ბრიტანელის კარიერის განმავლობაში ნაშოვნი თანხა 50 მილიონს გადაჭარბებს.

აქამდე ეს ნიშნული ოთხ ჩოგბურთელს გადაულახავს: ნოვაკ ჯოკოვიჩს (დღეისათვის 102,813 მლნ დოლარი), როჯერ ფედერერს (98,830), სერენა უილიამსს (80,899) და რაფაელ ნადალს (78,278).

АТР-ს ლიდერთა ათეულში ასევე შედიან: პიტ სამპრასი (43,280), ანდრე აგასი (31,152), დავიდ ფერერი (29,257), ტომაშ ბერდიხი (25,822), ბორის ბეკერი (25,080) და ევგენი კაფელნიკოვი (23,883).

წელს ენდი მარეიმ მეორედ მოიგო უიმბლდონი, რიოში კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები