LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა ფულზე ვლაპარაკობთ, ზურა, 3 მლნ დოლარზე?”- უკრაინული პორტალი ახალ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

50

უკრაინული პორტალი uarevo.in.ua აუდიოჩანაწერს აქვეყნებს.  პორტალის ინფორმაციით, დიალოგი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს შორის შედგა.

აუდიოჩანაწერში საუბარია მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით 3 მლნ დოლარის მიცემაზე.

ჩანაწერში გვარამია ამბობს, რომ “მიშამ თავად დაურეკა“ და კითხა, რატომ გართულდა ასე საქმე.

„ძალიან ნერვიულობენ, ძალიან უნდათ. როგორც საშუალება მიეცემათ, ეგ გაკეთდება. ცოტა ხანიც მოითმინე და რაღაცა გადაწყდება,“-ამბობს ადეიშვილი.

„მიდი რა, გეხვეწები, მე არც ამასთან შემიძლია ლაპარაკი და არც იმასთან. შენ დაგელაპარაკები ხოლმე. რამენაირად ქენი რა, შენი გასაკეთებელია ეს,“ – პასუხობს გვარამია.

ადეიშვილი : მიშამ თქვა, რომ მუშაობს Fundraising-ზე.

გვარამია : თუ ეგრეა, მაშინ პროცესს მოვიგებთ definitely.

ადეიშვილი : ძაან დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს.

გვარამია : რა ფულზე ვლაპარაკობთ, ზურა, კარგი რა, 3 მილიონ დოლარზე ვაბშე სალაპარაკოც არ უნდა იყოს. ახვლედიანმა მაგაზე უფრო მეტი ფასის სამუშაო შეასრულა.

აუდიოჩანაწერი პორტალზე დღეს განთავსდა, ავთენტურობა, ჯერ-ჯერობით, დადგენილი არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები