LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გადაუხადა მომღერლებს „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კონცერტებში მონაწილეობისთვის

107

Pirveliradio.ge აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენი დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“ მომღერლებსა და ზოგადად, კონცერტებზე, რეკლამაზე, ხელფასებსა და მივლინებებზე წინასაარჩევნოდ. ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, დახარჯული თანხა ორ მილიონს აჭარბებს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 3 ოქტომბერს ეკა კახიანს „ქართულმა ოცნებამ“ – 1250 ლარი გადაუხადა მუსიკალური ნომრის შესრულებისთვის, ამდენივე მაია ჯაბუას, ხოლო 2500 ლარი ანრი ჯოხაძეს. ღონისძიების წაყვანისთვის 1250 ლარი მიიღო ნინი გოგიჩაიშვილმა, 1875 ლარი კი ლევან გოგორელიანმა. დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ამავე დღეს, კონცერტზე ნინი ბადურაშვილმა 3750 ლარი აიღო, იგივე თანხა მაკა ზამბახიძემ, საკონცერტო სცენარის მომზადებისთვის 1250 ლარი მიიღო კოტე მჟავიამ, კონცერტის წაყვანისთვის კი იგივე თანხა ედმონდ მინაშვილს გადაერიცხა. ლევან მდინარაძეს, იმავე დიჯეი რემბოს ასევე 1250 ლარი გადაუხადეს, ელენე კალანდაძეს საკონცერტო პროგრამისთვის – 1500 ლარი, სალომე ბაკურაძეს – 1250 ლარი, სოფო ბედიას – 1875 ლარი, ნუცა ბუზალაძეს – 1250 ლარი. „ფორტეს“ წევრებმა 1562 ლარი, თითოეულმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები