LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გაგვიძვირდა და გაგვიიაფდა მარტში?

39

მიმდინარე წლის, მარტში თებერვალთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემცირდა. ამის შეხაბ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 1 თვეში ინდექსი 1,4 %-ით შემცირდა, ხოლო 2016 წლის მარტთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 9,1 %- ით.

”წინა თვესთან შედარებით, ფასები შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 1,3%-ით. ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,5 პროცენტი) და ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-1,0 პროცენტი). სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები შემცირდა 4,5 %-ით”, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8,6 პროცენტით, ფასები გაიზარდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (38,4 პროცენტი), ასევე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (7,8 პროცენტი). ფასები ტექსტილსა და საფეიქრო ნაწარმზე შემცირდა 23,1 პროცენტით; ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 10,6 პროცენტით. ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაში ფასები გაიზარდა 12,6 პროცენტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები