LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გაგვიძვირდა და რა გაიაფდა – ინფლაციის ტემპი შემცირდა

45

იანვარში ინფლაციის ტემპი შემცირდა– 2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4,3 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:  ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,52 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (9,8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5,3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3,0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0,21 პროცენტული პუნქტით. ფასები გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (2,5 პროცენტი), აგრეთვე წყალმომარაგების და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები შემცირდა 2,1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-3,5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 4,7 პროცენტით, რაც 1,44 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (13,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7,9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6,6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (4,3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4,3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4,0 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 6,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,91 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9,7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-9,2 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 11,5 პროცენტით, რაც 0,75 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (19,8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3,5 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,4 პროცენტით, რაც 0,52 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები (10,7 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (5,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,8 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,35 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (4,6 პროცენტი), ასევე წყალმომარაგების და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები